მთავარი მთავარი ქართველი მორაგბეების გუნდების წარუმატებელი ტური საფრანგეთის ტოპ 14-ში

ქართველი მორაგბეების გუნდების წარუმატებელი ტური საფრანგეთის ტოპ 14-ში

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატ ტოპ 14-ში მე-15 ტურის მატჩები გაიმართა.   ქართველი მორაგბეების გუნდებიდან ვერცერთმა გამარჯვება ვერ მოიპოვა.

ჩემპიონატის ლიდერმა  “კლერმონმა” გასვლაზე “კასტრთან” 16-24 წააგო.

“კლერმონის” შემადგენლობაში მატჩი ქართველმა ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა სრულად ჩაატარა.

ამ  მარცხის შემდეგ  ზირაქაშვილის გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერობას დაკარგა.  რადგან  მისმა  უშუალო კონკურენტმა “ტულუზამ”  შინ დუდუ  ქუბრიაშვილის და ბექა გიგაშვილის “გრენობლის” დამარცხება მოახერხა.

სტუმართა რიგებში მატჩი სასტარტო 15-ეულში დუდუ ქუბრიაშვილმა დაიწყო.  იგი 49-ე წუთზე ბექა გიგაშვილმა შეცვალა.

თავად მატჩი კი “ტულუზამ” 29-16 მოიგო.  4 ლელოს გატანის გამო ბონუს-ქულაც გამომუშავა და ტოპ 14-ის სატურნირო ცხრილში 54 ქულა გაუხდა და “კლერმონს” 2 ქულით გაუსწრო.

“გრენობლი” კი 20 ქულით მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონის სიახლოვეს ბონადრობს.

პარიზის “რასინგი 92”  სტუმრად “ლიონთან” 11-32 დამარცხდა.

ვასილ კაკოვინი და გიორგი  ხარაიშვილი დედაქალაქელთა გუნდის მარქაფაში იყვნენ.  ორივე მათგანი მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა.  გურამ გოგიჩაშვილი კი ამჯერად განაცხადს მიღმა დარჩა.

“რასინგს”  15 თამაშის შემდეგ 40 ქულა აქვს მოგროვილი და მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

“ბორდოსა” და “აჟენის” მატჩში, რომელიც ჟირონდელთა გამარჯვებით 25-17 დასრულდა, მონაწილეობა ერთმა ქართველმა მიიღო.

“აჟენის” ძირითად შემადგენლობაში ‘გიორგი თეთრაშვილი იყო. მან მოედანზე 55 წუთი დაჰყო.

“აჟენის” საქმეები საფრანგეთის ჩემპიონატში არც თუ ისე კარგად მიდის. ეს გუნდი 14-გუნდიან ჩემპიონტში მე-13 ადგილს იკავებს და პრო დ2-ში დაქვეითების კანდიდატი გახვლავთ.

მიხეილ ნარიაშვილისა და ლევან ჩილაჩავას “მონპელიე” ერთადერთი ქართველების გუნდია, რომელმაც მე-15 ტურში ქულა აიღო.

7-ზე ნაკლები ქულით დამარცხების გამო “მონპელიემ” აქტივში ერთი ბონუს-ქულა ჩაიწერა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 73-ე წუთამდე ითამაშა.

პირველი ტაიმის შემდეგ ბრძოლაში საქართველოს ნაკრების მეორე ბურჯი ლევან ჩილაჩავა ჩაერთო.

“მონპელიე” 33 ქულით მე-9 საფეხურზე არის დამკვიდრებული.

მე-15 ტურის დასკვნით მატჩში “ტულონის” “სტად დეფრანსეს” უმასპინძლებს.

მასპინძელთა გუნდის ძირიტად შემადგენლობაში ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე იმყოფება.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი