მთავარი მსოფლიოგერმანია გერმანიის ბუნდესლიგაში “დორტმუნდსა” და “ბაიერნს” შორის 6-ქულიანი სტატუსკვო შენარჩუნებულია

გერმანიის ბუნდესლიგაში “დორტმუნდსა” და “ბაიერნს” შორის 6-ქულიანი სტატუსკვო შენარჩუნებულია

ავტორი კახა მიხანაშვილი

გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩები ჩემპიონატის ლიდერებმა დორტმუნდის “ბორუსიამ” და მიუნხენის “ბაიერნმა” შინ, ჩაატარეს და იოლი გამარჯვებები მოიპოვეს.

დორტმუნდელებმა “ჰანოვერი” 5:1 გაანადგურეს.  მათ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი იკმარეს.  24-ე წუთზე პორტუგალიელი რაფელ გერეროს პასით მაროკოელმა აჩრაფ ჰაკიმმა იხეირა.

მეორე ნახევარში “ბორუსიას”  ფეხბურთელებმა 7-წუთიან მონაკვეთში 3 გოლის გატანა მოახერხეს.

მე-60 წუთზე ანგარიშის სხვაობა ორამდე მარკო როისმა გაზარდა.

62-ე წუთზე “ჰანოვერის” კარი მესამედ მარიო გიოტცემ აიღო.  67-ე წუთზე კი თავისი გოლი პორტუგალიელმა რაფაელ გერერომ გაიტანა.

ე.წ პრესტიჟის გოლი სტუმრებმა 88-ე წუთზე გაიტანეს.  თავი მარვინ ბაკალორზიმ გამოიჩინა.

მატჩის მიწურულს ბელგიელმა აქსელ ვიტცელმა ჟადონ სანჩოს პასით საბოლოო ანგარიში 5-1 დააფიქსირა.

“ბაიერნმა” კი საკუთარ “ალიანს არენაზე” “შტუტგარტს” 4:1 სძლია.

შეხვედრის დასაწყისში ბავარიელები ესპანელმა ტიაგო ალკანტარამ დააწინაურა.

26-ე წუთზე წონასწორობა აღდგა.   გოლი “შტუტგარტის” ბერძენმა ფეხბურთელმა ანასტასიოს დონისმა გაიტანა.

მეორე ტაიმში კი ფეხბურთს მხოლოდ ერთი გუნდი “ბაიერნი” თამაშობდა.  “რეკორდმეისტერმა” “შვაბების” კარში კიდევ 3 გოლი გაიტანეს.

55-ე წუთზე მიუნხენელებს გოლის გატანაში “შტუტგარტის” ფეხბურთელი კრისტიან გენტნერი დაეხმარა. მან ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

65-ე წუთზე “ბაიერნის” პოლონელმა  ფორვარდმა  რობერტ ლევანდოვსკიმ გოლის გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენა.  მან პენალტი არაზუსტად შეასრულა.

71-ე წუთზე “ბაიერნი” ორბურთიანი სხვაობით მაინც დაწინაურდა.  ჯოშუა კიმიხის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით მეტოქის კარში ლეონ გორეცკამ გადაგზავნა.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი გოლი მაინც გაიტანა.  საჯარიმოში შესულმა პოლონელმა ფორვარდმა მეტოქის მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გვაქვს.   ჩემპიონატის სათავეში 48 ქულით დორტმუნდის “ბორუსია” იმყოფება.  მიუნხენის “ბაიერნი”  კი ლიდერს 6 ქულით ჩამორჩება.

„დორტმუნდი“ 5:1 „ჰანოვერი“
24′ ჰაკიმი (1-0), 60′ როისი (2-0), 62′ გიოტცე (3:0), 67′ გერეირო (4:0), 86′ ბაკალორზი (4:1), 90′ ვიტსელი (5:1)

„გლადბახი“ 2:0 „აუგსბურგი“
78′ ვენდტი (1-0), 90′ ჰერმანი (2:0)

„ფრაიბურგი“ 2:4 „ჰოფენჰაიმი“
19′ ჟოელინტონი (0:1), 42′ ჰოლერი (1:1), 59′ პენ. კრამარიჩი (1:2), 72′ კრამარიჩი (1:3), 77′ ნიდერლეხნერი (2:3), 85′ დემირბაი (2:4)

„ვოლფსბურგი“ 0:3 „ლევერკუზენი“
45′ პენ. ჰავერცი (0-1), 62′ ვოლანდი (0:2), 88′ ბრანდტი (0-3)

„ვერდერი“ 2:2 „აინტრახტი“
27′ ეგეშტეინი (1-0), 35′ რებიჩი (1:1), 52′ ჰარნიკი (2:1), 68′ პენ. ჰალერი (2:2)

„მაინცი“ 2:1 „ნიურნბერგი“
12′ პენ. ბროსინსკი (1-0), 43′ მარგრეიტერი (1:1), 73′ ქუაისონი (2:1)

“ბაიერნი”  3:1 “შტუტგარტი”
5′ ალკანტარა (1-0), 26′ დონისი (1-1), 55′ გენტნერი ა.გ. (2-1), 71′ გორეცკა (3-1), 85′ ლევანდოვსკი (4-1)
65-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტი ვერ გაიტანა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი