საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის დიდი 10-ის მე-11 ტურის დარჩენილ ორ შეხვედრაში გამარჯვებები სტუმრებმა მოიპოვეს.
“ლელო საანსენსმა” პატარძეულში “ვეფხვებს” დაძაბულ ბრძოლაში 22:16 სძლია.
მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლებმა 8:3 მოიგეს.
მე-15 წუთზე პატარძეულელებმა პირველი ლელო დადეს. თავი “ვეფხვების” კვაჭმა ლაშა შალიკაშვილმა გამოიჩინა.
პირველ ტაიმის დარჩენილ დროში გუნდებმა თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს.
“ლელოდან” ჯარიმა ზუსტად საქართველოს ნაკრების ცენტურიონმა მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა. კახური გუნდიდან კი ლაშა გურგენიძემ იხეირა.
54-ე წუთზე “ვეფხვების” ბურჯმა ალექსი მუჩიაშვილმა ბურთი “ლელოს” ჩათვლის მოედანში დაამიწა და ანგარიში 13-3 გახადა.
დარჩენილ დროში “ლელო სარანსენსმა” შესანიშნავად ითამაშა და მატჩის მოგება მოახერხა.
57-ე წუთზე ანგარიში თბილისური გუნდის ფულბეკმა ბექა მამუკაშვილმა შეამცირა 13-8.
67-ე წუთზე აკაკი ტაბუცაძემ წონასწორობა აღადგინა 13-13. მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვის შემდეგ “ლელო” წინ გავიდა 15-13.
ამის შემდეგ მოვლენები დრამატულად განვითარდა.
73-ე წუთზე ლაშა გურგენიძის გატანილი ჯარიმით “ვეფხვები” წინ 1 ქულით გავიდნენ 16-15.
ბოლო წუთებზე კი თბილისელებმა გამარჯვება მოიპოვეს. გადამწყვეტი ლელო ირაკლი ყიასაშვილმა გაიტანა. გარდასახვისას ძელებს შორის ბურთი ზუსტად მერაბ კვრიკაშვილმა გაიტანა.
საბოლოოდ “ლელომ” 22-16 მოიგო და დიდი 10-ის სატურნირი ცხრილში 28 ქულით მე-6 ადგილზე დამკვიდრდა. “ვეფხვები” კი 15 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზე იმყოფებიან.
ქუთაისის “აიამ” მარნეულის “არმაზი” იოლად დაამარცხა.
ქუთაისელებმა ქვემო ქართლელებს ორი გარდასახული ლელო და 2 ჯარიმა გაუტანეს.
ლელოები გიორგი აბრამიძე და ოთარ ძაგნიძემ დადეს. გარდასახვები და ჯარიმები საქართველოს ნაკრების მორაგბემ თედო აბჟანდაძემ გამოიყენა.
“ვეფხვები” (პატარძეული) 16:22 “ლელო სარანსენსი” (თბილისი)
“ვეფხვები” 2 ლელო – შალიკაშვილი, მუჩიაშვილი
ჯარიმა: გურგენიძე (2)
“ლელო სარანსენსი”: 3 ლელო – მამუკაშვილი, ტაბუცაძე, ყიასაშვილი
გარდასახვა: კვირიკაშვილი (2)
ჯარიმა: კვირიკაშვილი
“არმაზი” (მარნეული) 3:17 “აია” (ქუთაისი)
“არმაზი”: ჯარიმა – ჯინჭველაშვილი
“აია”: აბრამიძე, ძაგნიძე
გარდასახვა: აბჟანდაძე (2)
ჯარიმა: აბჟანდაძე (2)
ფოტო: მარიამ გაგნიძე