პატარძეულის “ვეფხვების” მორაგბემ ლაშა შალიკაშვილმა საცოლეს ხელი სტადიონზე მატჩის დაწყების წინ სთხოვა. მან გოგოს წინაშე დაიჩოქა და საყვარელ ადამიანს საქორწინო ბეჭედი გაუწოდა.
თანხმობის მიღების შემდეგ ლაშა შალიკაშვილს მოტივაცია მოემატა და საქართველოს ჩემპიონატის დიდი 10-ის მატჩი შესანიშნავად ჩაატარა.
“ვეფხვებისა” და “ლელო სარანსენსის” დაპირისპირებაში ახალდაქორწინებულმა ქართველმა კვაჭმა ლელოს დადება მოახერხა. ძნელი გამოსაცნობი არ არის, შალიკაშვილმა თუ ვის მიუძღვნა აღნიშნული ლელო.
ფოტო: მარიამ გაგნიძე