მთავარი საქართველოლეგიონერები საფრანგეთის ტოპ 14-ის მატჩში მამუკა გორგოძის “ტულონმა” გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსე” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა

საფრანგეთის ტოპ 14-ის მატჩში მამუკა გორგოძის “ტულონმა” გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსე” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
28 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მე-15 ტურის დასკვნითი შეხვედრა მამუკა გორგოძის “ტულონსა” და გიორგი მელიქიძის პარიზის “სტად ფრანსეს” შორის დაძაბული გამოდგა.

მასპინძლის რანგში მოთამაშე “ტულონის” მორაგბეებმა მატჩის ბოლო 3 წუთში 2 ლელო გაიტანეს და შეხვედრაც თავის სასარგებლოდ 33-30 დაასრულეს.

ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე გამარჯვებული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო.

გორგოძემ მატჩი თავის ჩვეულ 7 ნომრის პოზიციაზე ჩაატარა. წინა ტურში “ტულონის” სამწვრთნელო შტაბმა ექსპერიმენტებს მიმართა და მამუკა უჩვეულოდ მეორე ხაზში მე-4 ნომრის პოზიციაზე ათამაშა.

მამუკა გორგოძე 61-ე წუთზე მსაჯმა 10 წუთით გაასირბინა.  იგი მოედანზე აღარ დაბრუნებულა. რადგან 71-ე წუთზე შეცვალეს.

პარიზელთა გუნდის მარქაფაში ქართველი ბურჯი გიორგი მელიქიძე იმყოფებოდა. მაგრამ მას მწვრთნელებმა მოედანზე გასვლის შანსი არ მისცეს.

“ტულონმა” 4 ლელოს დადების გამო ბონუს-ქულა აიღო და აქტივში 5 ქულა ჩაიწერა. მამუკა გორგოძის გუნდი ამჟამად 28 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

ბონუს-ქულა გამოიმუშავა სტად ფრანსენაც”.  პარიზელებს 42 ქულა აქვს და ტოპ 14-ის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე არიან.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი