მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული ტახტის თასიდან 2 ბრინჯაო წამოვიღეთ

ტახტის თასიდან 2 ბრინჯაო წამოვიღეთ

26 ნახვა

ირანის დედაქალაქ თეირანში 24-25 იანვარს ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ გოლამ რეზა ტახტის რიგით 39-ე საერთაშორისო თასის გათამაშება გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ტურნირზე მსოფლიოს 9 გუნდი გამოდიოდა და მათ შორის ჩვენი ნაკრებიც იყო, თუმცა სათადარიგო და თან არასრული შემადგელობით.  მიუხედავად ამისა ქართველმა ფალავნებმა 2 ბრინჯაოს მოუყარეს თავი და საერთო გუნდურ ჩათვალში მესამე ადგილზეც გავიდნენ. მესამე პრიზიორები ბათუმელი ედნარ შავაძე (67კგ) და თბილისელი შალვა ხაჩიძე (87კგ) გახდნენ.

გადამწყვეტ შეხვედრაში შავაძემ აზერბაიჯანელ კარიმ ჯაფაროვს 6;1 მოუგო, ხოლო ხაჩიძემ მასპინძელი სამან აზიზის ასევე 6:1.

სამწუხაროდ ხვიჩა ჭითავას (63კგ), თორნიკე ჯანგავაძეს (72კგ) და ვალერი მურვანიძეს (97კგ) კვარცხლბეკამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ გუნდურ ჩათვლაში მესამეები ვიყავით – 109 ქულას მოვუყარეთ თავი. პირველობა არავის დაანებეს რანელებმა, მეორეზე კი აზერბაიჯანი გავიდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი