ორიოდე დღის უკან ჩინურმა ჰარბინმა WKG და M-1 Challenge-ის რიგით მე-100 ღონისძიებას უმასპინძლა. ჯამში გამართული 9 ორთაბრძოლიდან 2-ში ქართველები – რაულ თუთარაული და ვაჟა წიპტაური მონაწილეობდნენ.
თუთარაულმა იოლი გამარჯვება იზეიმა კუბელ ოისლანდი იზკუიერდოსთან. პირველივე რაუნდშ მახრჩობელა ილეთით აჯობა ოპონენტს.
აღსანიშნავია, რომ იზკუიერდო წლების წინ UFC-შიც ირჯებოდა.
ფრეს დასჯერდა ბრაზილიელ რაფაელ დიასთან ვაჟა წიპტაური. არადა შეხვედრა ჩვენებურის უპირატეობით მიდიოდა, თყმცა ერთ-ერთ მომენტში აკრძალული ილეთი დაუფიქსირეს და ყვითელი ბარათით დასაჯეს.
ამრიგად რაულმა მე-19 გამარჯვება ჩაიწერა აქტივში, ხოლო ვაჟა პირველად დაუზავდა მეტოქეს.