მთავარი მთავარი ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP-ს რეიტინგში პირველობა შეინარჩუნა – ნიკოლოზ ბასილაშვილი ორი ადგილით დაქვეითდა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP-ს რეიტინგში პირველობა შეინარჩუნა – ნიკოლოზ ბასილაშვილი ორი ადგილით დაქვეითდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა.

მსოფლიოს ჩოგბურთის ასოციაციის მიერ განახლებულ რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 22-ე ადგილზე იმყოფება.

ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP-ს რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

რეიტინგში უცვლელია ესპანელი რაფაელ ნადალის პოზიციაც. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტი ამჯერადაც მსოფლიოს მე-2 ჩოგანი გახლავთ.

თითო-თითო ადგილით გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი და ამერიკელი ჯო ისნერი დაწინაურდნენ.

ზვერევი, დელ პოტრო და ანდერსონი ATP-ს რეიტინგში შესაბამისად მე-3, მე-4 და მე-5 პოზიციებს იკავებენ.

ჯო ისნერი კი მეათედან მე-9 ადგილზე გადავიდა.

ათეულში რეგრესი ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა და ხორვატმა მარინ  ჩილიჩმა განიცადეს.
ორივე მათგანი 3 პოზიციით ჩამოქვეითდა.

იაპონელი კეი ნიშიკორი წინ მიიწევს. აზიელი ჩოგბურთელი მე-9 ადგილიდან მე-7 პოზიციაზე დამკვიდრდა.

ATP-ს რეიტინგის საუკეთესო 22 ჩოგბურთელის ვინაობა ასეთია:

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 10955
2. რაფაელ ნადალი (ესპანეთი)- 8320
3. ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) – 6475
4. ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ.) – 5060
5. კევინ ანდერსონი (სამხ. აფრ.) – 4845
6. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 4600
7. კეი ნიშიკორი (იაპონია) – 4110
8. დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 3960
9. ჯო ისნერი (აშშ)- 3155
10. მარინ ჩილიჩი (ხორვატია) – 3140
11. კარენ ხაჩანოვი (რუსეთი) – 2880
12. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – 2805
13. ბორნა ჩორიჩი (ხორვატია) – 2605
14. მილოშ რაონიჩი (კანადა) – 2250
15. ფაბიკ ფონინი (იტალია) -2225
16. დანილ მედვედევი (რუსეთი) – 2000
17. ლუკას პაუე (საფრანგეთი) -1955
18. რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ.) – 1955
19. მარკო ჩეჩინატო (იტალია) – 1870
20. დიეგო შვარცმენი (არგენ.) – 1835
21. დავიდ გოფინი (ბელგია)- 1830
22. ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველო) – 1820

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი