ქალაქმა გურჯაანმა 24-27 იანვარს ახალგაზრდა მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. მედალოსნები ჯამში 10 წონით კატეგორიაში გამოვლიდნენ. ნაჩვენები შედეგები ძირითადი განმსაზღვრელი იქნება ნაკრების დასაკომპლექტებლად სექტემბერში გასამართი ბულგარული ევროპირველობისთვის.
გაგაცნობთ ჩემპიონ-პრიზიორებს წონითი კატეგორიების მიხედვით:
49 კგ:
ოქრო – ნიკოლოზ სამეევი (ფოთი)
ვერცხლი – გიორგი სოლოდოვნიკი (ვარიანი)
ბრინჯაო – ელნურ ალიევი (გურჯაანი), არკად ჯინისიანი (ახალქალაქი)
52 კგ:
ოქრო – ლუკა კუბლაშვილი (რუსთავი)
ვერცხლი – ელვინ გახრამანოვი (თბილისი)
ბრინჯაო – სულიკო შეშაბერიძე (ყვარელი), ჯიმი ენუქიძე (ქუთაისი)
56 კგ:
ოქრო – ელდარ გოგოიაშვილი (ქუთაისი)
ვერცხლი – ლუკა თოდუა (ზუგდიდი)
ბრინჯაო – შახნურად ალახვერდოვი (თბილისი), გიორგი კუპრეიშვილი (სენაკი)
60 კგ:
ოქრო – შაკო საჯაია (ფოთი)
ვერცხლი – მამუკა აბულაძე (ვარიანი)
ბრინჯაო – გოგა მამულაშვილი (გორი), ელშან სეიდოვი (თბილისი)
64 კგ:
ოქრო – ნიკა ჯაკონია (ხობი)
ვერცხლი – რუსტაფ სადიკოვი (გარდაბანი)
ბრინჯაო – ბექა ქარცივაძე (თეთრიწყარო), ლადო ლომაია (ფოთი)
69 კგ:
ოქრო – ივერი გრიგოლაშვილი (ქუთაისი)
ვერცხლი – ნიკა ჯიოშვილი (ერედვი)
ბრინჯაო – ნიკა მოდებაძე (ჭიათურა), ლუკა ჯაფარიძე (თბილისი)
75 კგ:
ოქრო – სოსლან ქელეხსაევი (გორი)
ვერცხლი – ალექსანდრე კუპატაძე (თბილისი)
ბრინჯაო – ლაშა კურტანიძე (რუსთავი), დათა შამათავა (ხობი)
81 კგ:
ოქრო – გიორგი გუცაევი (გორი)
ვერცხლი – გიორგი ასანიძე (გორი)
ბრინჯაო – დავით ცენტერაძე (რუსთავი), ლუკა მაჭუტაძე (ბათუმი)
91 კგ:
ოქრო – საბა ახალაია (ზუგდიდი)
ვერცხლი – ზურაბ გოგელიძე (ქუთაისი)
ბრინჯაო – ირაკლი ჯამასპიშვილი (დედ.წყარო)
+91 კგ:
ოქრო – ჯუმკა ჯაიანი (ზუგდიდი)
ვერცხლი – გიორგი კოპალიანი (თბილისი)
ბრინჯაო – დავით სიგუნავა (თბილისი)