მთავარი მთავარი „ძველი კიმონო“ – ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

„ძველი კიმონო“ – ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

ავტორი კახა მიხანაშვილი
78 ნახვა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში  ქართული ძიუდოს შესახებ შემქნილი ახალი დოკუმენტური ფილმის „ძველი კიმონოს“  პრეზენტაცია გაიმართა.

ორსერიანი ფილმი  საქართველოში ძიუდოს  დაარსებისა და განვითარების სხვადასხვა ეტაპებს ეძღვნება.  ფილმში ქართული ძიუდოს ისტორიაზე ოლიმპიური ჩემპიონები და წარმატებული მწვრთნელები საუბრობენ.

ამ ფილმზე მუშაობა ავტორებმა 2016 წელს დაიწყეს.  ფილმის ფინანსურ უზრუვნელყოფაზე ბიზნესმენმა დავით ხახუტაშვილმა იზრუნა.

ოლიმპიურ კომიტეტში „ძველი კიმონოს“ პრეზენტაციაზე ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი მასპინძლის რანგში იმყოფებოდა.

პრეზენტაციას ასევე  საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე,  პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური,  პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავჯდომარე  მიხეილ ყაველაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი პარლამენტარი შოთა ხაბარელი და სხვა თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze-ს ფოტო.

ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze-ს ფოტო.

ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze-ს ფოტო.

ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze-ს ფოტო.

ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze-ს ფოტო.

 

 

 

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი