მთავარი მსოფლიოინგლისი სენსაცია პრემიერლიგაში – “მანჩესტერ სიტი” “ნიუკასლთან” დამარცხდა

სენსაცია პრემიერლიგაში – “მანჩესტერ სიტი” “ნიუკასლთან” დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
55 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა.

ნიუკასლში “სენტ ჯეიმს პარკის” სტადიონზე ადგილობრივმა გუნდმა “მანჩესტერ სიტი” 2:1 დაამარცხა.

ყველაფერი “ქალაქელებისთვის” იდეალურად დაიწყო.  პირველივე წუთზე “სიტი”   არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ დააწინაურა.  გოლის ეპიზოდში “ნიუკასლის” მეკარე სლოვაკმა მარტინ დუბრავკამ შეცდომა დაუშვა.

პირველ ნახევარში მეტი გოლი აღარ გასულა.

66-ე წუთზე “კაჭკაჭებმა” ანგარიში გაათანაბრეს.   ისააკ ჰეიდენის თავით გაკეთებული პასის შემდეგ გოლი ვენესუელელმა ფეხბურთელმა ხოსე რონდონმა გაიტანა.

მე-80 წუთზე მანჩესტერელთა კარის მიმარტულებით პენალტი დაინიშნა.  საჯარიმოში შესული სენ ლონჰსტაფი “სიტის” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფერნანდინიო წააქცია.  11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად მეტ რიტჩიმ შეასრულა.

“მანჩესტერ სიტიმ”  ამ მარცხის შემდეგ მართალია, მე-2 ადგილი შეინარჩუნა, თუმცა “ლივერპულს” ძალიან კარგი საქმე გაუკეთა.  თუ  “ბიტლომანთა ქალაქის” გუნდი 24-ე ტურის შეხვედრაში შინ, “ლესტერს” დაამარცხებს მათსა და მანჩესტერელებს შორის განსხვავება კიდევ უფრო გაიზრდება.

ამ დროისთვის “სიტის”  56 ქულა აქვს, “ლივერპულს” კი 60.

“ნიუკასლმა” ამ გამარჯვების შემდეგ  24 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას მოშორდა.  “კაჭკაჭები” პრემიერლიგაში მე-14 ადგილზე იმყოფებიან.

მეორე მანჩესტერული კლუბის “იუნაიტედის”  ზედიზედ მოგებული მატჩების სერია შეწყდა.  მათ წაუგებელია სერია კი გააგრძელეს, მაგრამ “ბარნლისთან”  მატჩის მოგება ვერ მოახერხეს.  ოლე გურან სოლსკიაერის გუნდმა ფრედ 2-2 ითამაშა. “წითელი ეშმაკები” მთელი თამაში 0-2 აგებდნენ და შეხვედრის გადარჩენა ბოლო წუთებზე მოახერხეს.

ინგლისი  პრემიერლიგა.
24-ე ტური. 

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”
მაყუებელი:  50 861

“ნიუკასლი”  2:1 “სიტი”
1′ აგუერო (0-1), 66′ რონდონი (1:1), 2:1 80′ პენ.  რიტჩი (2-1)

ნიუკასლი: დუბრავკა, იედლინი, შერი, ლასკელესი, ლეჟენი, რიტჩი, ჰაიდენი, ლონგსტაფი, ატსუ (87′ კენედი ), პერესი ( 90+2′ მანკილიო), რონდონი
მთავარი მწვრთნელი: რაფა ბენიტესი

სიტი: ედერსონი, ლაპორტი, დანილო (83′ გიუნდოგანი ), სტოუნზი, უოკერი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა, დე ბრუინი (65′ ბერნარდუ სილვა), სანე (73′ ჟეზუსი), აგუერო, სტერლინგი
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: პოლ ტირნი

“არსენალი” 2:1 “კარდიფი”
66′ პენ. ობამეიანგი (1-0), 83′ ლაკაზეტი (2:0), 90+4′ მენდეს-ლენგი (2:1)

“მანჩესტერი იუნაიტედი” 2:2 “ბარნლი”
51′ ბარნსი (0-1),81′ ვუდი ( 0:2), 87′ პენ.  პოგბა (1:2), 90+2′  ლინდელოფი (2:2)

“ვულვზი”  3:0 “ვესტ ჰემი”
66′ საისი (1-0), 80′ 86′ ხიმენესი (2:0, 3:0)

“ფულემი” 4:3 “ბრაიტონი”
3′ 17′  მიურეი (0:1, 0:2), 47′ ჩემბერსი ( 1:2 ), 58’74’ მიტროვჩი (2:2, 3:2 ), 79′ ვიეტო (4:2 )

“ჰადერსფილდი” 0:1 “ევერტონი”
3′  რიშარლისონი (0:1)
გაძევება: 66′ დინი (“ევერტონი”)

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი