მთავარი მსოფლიოიტალია “მილანმა” “ნაპოლის” სძლია და იტალიის თასის 1/2 ფინალში გავიდა

“მილანმა” “ნაპოლის” სძლია და იტალიის თასის 1/2 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
31 ნახვა

იტალიის თასის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში მილანში “სანსირო”  სტადიონზე “მილანმა” “ნაპოლი” 2-0 დაამარცხა.

მატჩში დუბლი პოლონელმა ფორვარდმა კრზისტოფ პიატეკმა შეასრულა.   

პიატეკმა პირველი გოლი მე-11 წუთზე არგენტინელი დიეგო ლაქსალტის პასით ერთიერთზე დარჩენილმა გაიტანა. 

27-ე წუთზე კი საჯარიმოში შესულმა ულამაზესი დარტყმით მილანელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

საბოლოოდ “მილანმა” 2-0 გაიმარჯვა და იტალიის თასის 1/2 ფინალში გავიდა.

იტალიის თასი 

1/4 ფინალი 

მილანი, „სან სირო“

„მილანი“ 2:0 „ნაპოლი“ 
11′ 27′ პიატეკი (1-0, 2-0)

„მილანი“: დონარუმა, აბატე, მუსაკიო, რომანიოლი, ლაქსალტი, კესიე, ბაკაიოკო, პაკეტა (85′ როდრიგესი), კასტილიეხო, პიონტეკი (79′ კუტრონე), ბორინი (60′ ჩალჰანოღლუ)
მთავარი მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

„ნაპოლი“: მერეტი, მალკუიტი (85′ კალეხონი), მაკსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი, ფაბიან რუისი, ალანი (46′ უნასი), დიავარა (58′ მერტენსი), ზიელინსკი, მილიკი, ინსინიე
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

იტალიის თასის 1/4  ფინალის დარჩენილი 3 შეხვედრა დღეს, გაიმართება.

21:15  საათი “ფიორენტინა” :  “რომა”

23:45 საათი “ატალანტა” : “იუვენტუსი”

00:00 საათი  “ინტერი” : “ლაციო”

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი