მთავარი მთავარი „ბორჯომი, სოხუმი, უემბლი“ – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

„ბორჯომი, სოხუმი, უემბლი“ – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ავტორი კახა მიხანაშვილი
50 ნახვა

თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ახალი წიგნის „ბორჯომი, სოხუმი, უემბლი“-ის  პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ მსაჯად აღიარებულ ანატოლი მილჩენკოს ეძღვნება.

210-გვერდიანი წიგნის ავტორები ქართველი ჟურნალისტები დემიკო ლოლაძე და თენგიზ პაჭკორია არიან.

სახელმძღვანელოში ანატოლი  მილჩენკოს შესახებ,  ასევე ქართველ და უცხოელ კოლეგებზე, სპორტსმენებზე, საზოგადო მოღვაწეებზე საინტერესო ამბებია მოთხრობილი.

წიგნში ბევრი ფოტო მასალაა წარმოდგელნილი.

“მიხეილ მესხის” სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გამართულ პრეზენტაციას ანატოლი მილჩენკოს ოჯახის წევრები,  კოლეგები, ახლობლები, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცეპრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე დაესწრნენ.

ანატოლი მილჩენკო 1938 წლის 26 მარტს ქალაქ ბორჯომში დაიბადა.

ფეხბურთის კარიერის განმავლობაში ბორჯომის “განთიადში” (1955), თბილისის “ასკ”-სა (1956-61) და სოხუმის “დინამოში” (1962-63) თამაშობდა.

მილჩენკო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გახლდათ. მას 30-ზე მეტი საერთაშორისო მატჩი, მათ შორის მოსკოვის ოლიმპიადის (1980), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირების, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის (1979) და უეფას ჭაბუკთა ტურნირის (1975) აქვს განსჯილი.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 1967 წლიდან 1986 წლამდე 202 მატჩი იმსაჯა. რაც მთლიანობაში საკავშირო პირველობებზე მეორე შედეგი იყო.

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 1990-91 წლების სეზონში მთავარი არბიტრის რანგში 38 მატჩს მოემსახურა.

მილჩენკო 13-ჯერ  სსრკ 10 საუკეთესო მსაჯს შორის დაასახელეს.

2000 წელს კი მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო არბიტრად აღიარეს. იგი ღირსების ორდენის კავალერია.

ანატოლი მილჩენკო 2011 წლის 28 დეკემბერს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი