მთავარი მთავარი ქართული ძიუდო შერიგდა

ქართული ძიუდო შერიგდა

893 ნახვა

“მოგესალმებით და გილოცავთ გამთლიანებას. გილოცავთ შერიგებას. უნდა იცოდეთ, რომ ღმერთი აერთიანებს და ეშმაკი გაჰყოფს. ამიტომ, არასდროს არ უნდა გაჰყვეთ ეშმაკს. აქედან გადახავალთ სიონში და ღვთისმშობლის პარაკლისს აღავლენთ გაერთიანებისთვის” – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

“უწმინდესის თხოვნით და ლოცვა-კურთხევით მთელი ნაკრები, ძიუდოს ოჯახი სრული შემადგენლობით იყო მოსული, უწმინდესმა დაგვლოცა და მისი ლოცვა-კურთხევით გავერთიანდით” – ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი.

ქართულ ძიუდოში დიდი შერიგება მოხდა.

დაპირისპირებულ მხარეებს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლა, დალოცა და შეარიგა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად შეხვედრას ეროვნული ნაკრების წევრებიც ესწრებოდნენ: ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი და სხვანი. ასევე სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი, ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ყოფილი მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური.

მანამდე ერთმანეთს შერიგების ხელი ლომერ ჟორჟოლიანმა და სოსო წელაურმაც ჩამოართვეს.

იმედი ვიქონიოთ ქართულ ძიუდოში მართლაც დაისადგურებს სიშვიდე…

 

ფოტო: ლევან ახალკაცი

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი