მთავარი მთავარი თუშიშვილს 50 000, ლიპარტელიანს 10 000

თუშიშვილს 50 000, ლიპარტელიანს 10 000

294 ნახვა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა გადაწყვიტა ტრადიცია არც ამჯერად დაერღვია და აგერ უკვე მესამედ წონითი კატეგორიების რეიტინგის პირველადგილოსნები ფულადი პრემიით დააჯილდოვოს.

ვაჟთა და ქალთა ყველა წონის ლიდერების საბანკო ანგარიში 50 000 – 50 000, ხოლო კონკრეტული წონის ლიდერების 10 00 – 10 000 დოლარით შეივსება.

განვილი 2018 წელი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა 8102 ქულით დაასრულა და ამით არა მხოლოდ ყველა მძიმეწონოსანს, არამედ ვაჟთა დარჩენილი 5 წონის ლიდერსაც აჯობა. ამდენად ჩვენი ფალავანი ბუნის სახით 50 000 დოლარით დაჯილდოვდება. ქალთა შორის მსგავსი შედეგი ევროპისა და მსოფლიოს სამ-სამგზის ჩემპიონმა კლასრის აგბენენუმ აჩვენა. ფრანგთა გამორჩეულ “მამალმა” ასევე 50 000 მიიღო ბონუსად.

თავის ქონაში 7408 ქულით პირველი იყო და 10 000 დოლარი ერგო ევროპის სამგზის გამარჯვებულს, მსოფლიოს სამგზისა და ოლიმპიადის ფინალისტს ვარლამ ლიპარტელიანს.

პრემიალური თანხმა ქართული ფესვების მქონე კიდევ ორმა ფალავნამ ამიიღო – რუსეთისა და ესპანეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძემ (-60) და ნიკოლოზ შერაზადიშვილმა (-90).

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი