მთავარი მთავარი მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის წარმატებული დასაწყისი – საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანია გაანადგურა

მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის წარმატებული დასაწყისი – საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანია გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
118 ნახვა

თბილისის “ოლიმპიურ სასახლეში” სტარტი ფუტსალში მსოფლიოს შესარჩევის ტურნირის მატჩებმა აიღო.

საქართველოს ნაკრები სასტარტო ბრძოლაში გერმანიის გუნდს დაუპირისპირდა და იოლად 5-1 მოუგო.

ქართველებმა პირველ ტაიმში 3-0 გაიმარჯვეს.  მატჩში ანგარიში პენალტით რონინიომ გახსნა.  გერმანელებს მეორე გოლი არჩილ სებისკვერაძემ გაუტანა.   სიმი საიოტმა კი სტუმრები მესამედ დაამწუხრა.

მეორე ნახევარიც ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა.

არჩილ სებისკვერაძემ და სიმი საიოტმა დუბლი შეასულეს.

გერმანიის ნაკრებმა ე.წ. პრესტიჟის გოლი შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე გაიტანა.   მატჩი ბრწინვალედ ჩვენი მეტოქის მეკარემ ფილიპ პლესმა ჩაატარა. მისი კარგი თამაში, რომ არა ქართველებს სტუმართა ძლევა ორნიშნა რიცხვითაც შეეძლოთ.

საქართველოს ნაკრებმა გერმანიას ამ შემადგენლობით სძლია:

სასტარტო ხუთეული:  ზვიად კუპატაძე, თალესი, რონინიო,სიმი საიოტი,   არჩილ სებისკვერაძე.

სათადარიგო: თორნიკე ბუკია,  შოთა თოფურია, ნიკოლოზ ზედელაშვილი, ვახტანგ ჯვარაშვილი, ვახტანგ კეკელია, ნიკოლოზ კურტანიძე, გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა),  ფუმასა, ირაკლი თოდუა.

პირველი ტურის შემდეგ მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის D ჯგუფში საქართველოს ფუტსალის ნაკრები 3 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

ჯგუფის მეორე შეხვედრა დანიასა და ისრაელს შორის ფრედ 1-1 დასრულდა.

ხვალ, საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს ჩაატარებს.  ავთანდილ ასათიანის შეგირდები  ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.  ეს ბრძოლა თბილისის “ოლიმპიურ სასახლეში” 20:30 საათზე დაიწყება.

ხვალვე გერმანია დანიას შეხვდება.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი