მთავარი მსოფლიოიტალია “ფიორენტინამ” “რომა” მიწასთან გაასწორა – “იუვენტუსი” “ატალანტასთან” შერცხვა

“ფიორენტინამ” “რომა” მიწასთან გაასწორა – “იუვენტუსი” “ატალანტასთან” შერცხვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
90 ნახვა

იტალიის თასზე ორი 1/4 ფინალური მატჩი გაიმართა.

ბერგამოში “ატალანტამ” “იუვენტუსის” წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და მრისხანე მოწინააღმდეგე თასის გათამაშებიდან გამოთიშა.

“ბებერმა ქალბატონმა” 0-3 წააგო. ან არა და გუნდმა ძირითად შემადგენლობით ითამაშა.

“ატალანტას” ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანეს. გოლების ავტორები ბელგიელი ტიმოთი კასტანე და კოლუმბიელმა დუვან ზაპატამ გახდნენ.

86-ე წუთზე სამხრეთ ამერიკელმა ფორვარდმა ზაპატამ დუბლი შეასრულა.

ბერგამოს “ატალანტა” იტალიის თასის 1/2 ფინალში გავიდა.

იტალიის თასის 1/2 ფინალში ფლორენციის “ფიორენტინაც” ითამაშებს. “იებმა” შინ, “არტემიო ფრანკის” სტადიონზე “რომა” 7-1 გააბითურეს.

რომაელთა რბევა ფედერიკო კიეზამ დაიწყო. მან მე-7 და მე-18 წუთებზე დუბლი შეასრულა.

28-ე წუთზე “რომას” ფეხბურთელმა სერმა ალექსანდერ კოვალოვმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

ეს იყო და ეს, ამის შემდეგ ფეხბურთს მხოლოდ ერთი გუნდი – “ფიორენტინა” თამაშობდა. დედაქალაქელები კი საკუთარ კარში მიღებულ გოლებს ითვლიდნენ.

გოლები კი “რომას” კარში უხვად გავიდა.

ფლორენციელებმა ერთმანეთის მიყოლებით მეტოქის კარი კიდევ 5-ჯერ აიღეს.

“ფიორენტინადან” თავი ჯერ კოლუმბიელმა ლუის მურიელმა და მარკო ბენასიმ გამოიჩინეს.
შემდეგ კი 74-ე წუთზე ჰეთთრიკი ფედერიკო კიეზამ დააფიქსირა.

მატჩის მიწურულს დუბლით არგენტინელი ჯოვანი სიმეონე გამოირჩა.
72-ე წუთზე “რომას” მსაჯმა მოედნიდან ბოსნია & ჰერცოგოვინელი ფორვარდი ედინ ჯეკო გაუძევა. თუმცა დედაქალაქელების ასეთი კატასტროფილი წაგების მიზეზად ვერც ეს ფაქტი ჩაითვლება, რადგან როცა რომაელები კაცნაკლულნი დარჩნენ,იმ დროისთვის უკვე 1-4 აგებდნენ.

“ატალანტა“ 3:0 „იუვენტუსი“
37′ კასტანე (1’0), 39′ ძაპატა (2-0), 3:0 86′ ძაპატა (3-0)

„ატალანტა“: ბერიშა, ტოლოი, ჯიმშიტი, პალომინო (89’მაზიელო), ჰატებური, ფროილერი, დე რუნი (90’გოსენსი), კასტანე; გომესი, ილიჩიჩი (26′ პაშალიჩი), ძაპატა
მთავარი მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

„იუვენტუსი“: შჩესნი, დე შილიო, რუგანი, კიელინი (27’კანსელუ), ალექს სანდრო, ბენტანკური, ხედირა (71’პიანიჩი), მატუიდი, ბერნარდესკი, რონალდუ, დიბალა (62’დუგლას კოშტა)
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

„ფიორენტინა“ 7:1 „რომა“
7′ 18′ კიეზა (1-0,2-0), 28′ კოლაროვი (2-1), 33′ მურიელი (3-1), 66′ ბენასი (4-1), 74’კიეზა (5-1), 79′ 89′ სიმეონე (6-1, 7-1).
გაძევება: 72′ ჯეკო (რომა)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი