მთავარი მსოფლიოესპანეთი “ბარსელონამ” “სევილია” გაანადგურა და “სამეფო თასის” 1/2 ფინალში გავიდა

“ბარსელონამ” “სევილია” გაანადგურა და “სამეფო თასის” 1/2 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
34 ნახვა

ესპანეთის თასის 1/4 ფინალური სერიის განმეორებით მატჩში “ნოუ კამპის” სტადიონზე “ბარსელონამ” “სევილია” დაიბრიყვა.

კატალონიელებს პირველი მატჩი ანდალუსიაში 1-3 ჰქონდათ წაგებული და საშინაო შეხვედრა თავიდანვე შეტევებით დაიწყეს.

მე-13 წუთზე მასპინძელთა სასარგებლოს პენალტი დაინიშნა. ბურთთან ბრაზილიელი კოუტინიო მივიდა. სამხრეთ ამერიკელმა 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა.

სამაგიროდ იგივე შანსი სევილიელებმა ვერ გამოიყენეს.
არგენტინელმა ევერ ბანეგამ პენალტი გააფუჭა.

31-ე წუთზე ხორვატმა ივან რაკიტიჩმა კატალონიელები წინ ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში “ბარსელონას” ფეხბურთელებმა 2 წუთში ორი გოლი გაიტანეს.

53-ე წუთზე ბრაზილიელმა კოუტინიომ დუბლი შეასრულა. მას საგოლე პასი ურუგვაელმა ლუის სუარესმა გაუკეთა.

1 წუთის შემდეგ კი სერხიო რობერტომ ლიონელ მესის პასით იხეირა 4-0.

ერთადერთი რაც სევილიელებმა მოახერხეს 67-ე წუთზე ბრაზილიელი გილერმე არანას გატანილი გოლი იყო.

მატჩის მიწურულს კატალონიური გუნდის ლიდერებმა ლუის სუარესმა და არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ანდალუსიელები კიდევ 2-ჯერ დაამწუხრეს.

საბოლოოდ “ბარსელონამ” 6-1 მოიგო და ესპანეთის “სამეფო თასის” 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.

ესპანეთის თასის 1/2 ფინალში ასევე “ვალენსია” და “ბეტისი” ითამაშებენ.

“ბარსელონა” 6:1 “სევილია”
13′ კოუტინიო პენ. (1-0), 31′ რაკიტიჩი (2-0), 53′ კოუტინიო (3-0), 54′ რობერტო (4-0), 67′ არანა (4-1), 89′ სუარესი (5-1), 90+2′ მესი (6-1)

“ვალენსია” 3:1 “ხეტაფე”
1′ მოლინა (0-1), 61′ 90+2′ 90+3′ როდრიგო (1-1, 2-1, 3-1)
გაძევება: 74′ დაკონამი (სევილია)

“ბეტისი” 3:1 დ.დ. “ესპანიოლი”
ბაპტისტაო (0-1), 74′ ლო სელსო (1-1), 95′ ლეონი (2-1), 99′ მანდი (3-1)
გაძევება: 90+4′ როკა (ესპანიოლი)

მე-4 ნახევარფინალისტი დღეს, “ხირონასა” და “რეალის” მატჩში გაირკვევა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა “სამეფო კლუბმა” 4-2 მოიგო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი