მთავარი კალათბურთი გიორგი შერმადინის “უნიკახა” წაგების მიუხედავად ევროთასის 1/4 ფინალში ითამაშებს

გიორგი შერმადინის “უნიკახა” წაგების მიუხედავად ევროთასის 1/4 ფინალში ითამაშებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
26 ნახვა

საკალათბურთო ევროთასის 1/4 ფინალში გიორგი შერმადინის მალაგის “უნიკახა” იასპარეზებს.

ესპანური გუნდის მეტოქე გერმანული “ალბა” იქნება.

ეს იმის მიუხედავად, რომ “უნიკახამ” ევროთასის მე-5 ტურში ესპანურ დერბიში “ვალენსიასთან”  69-73 წააგო.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა  მატჩი მალაგელთა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე ჯამში 24:15 წუთი დაჰყო.  ამ დროის განმავლობაში მან 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 17 შეადგინა. გიორგი ამ მაჩვენებლით საკუთარი გუნდიდან მხოლოდ ხაიმე ფერნანდესს ჩამორჩა.

ფერნანდესმა 20 ქულა მოიპოვა და მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21-ს უწია.

ბოლოსწინა ტურის წინ “უნიკახას” G ჯგუფში 3 მოგება და 2 წაგება გააჩნია და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზე მყარად იმყოფება.

ბოლო ტურის მატჩს სატურნირი თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს.  ესპანური გუნდი ევროთასის ფლეი-ოფში უეჭველად ითამაშებს.

გიორგი შერმადინის გუნდს ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა სერბულ “ცრვენა ზვეზდასთან” ელით.

მატჩი 5 თებერვალს,  ბელგრადში შედგება.

 

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი