მთავარი მსოფლიოესპანეთი “სამეფო კლუბი” “სამეფო თასის” 1/2 ფინალში გავიდა

“სამეფო კლუბი” “სამეფო თასის” 1/2 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
51 ნახვა

ესპანეთის “სამეფო თასის” 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში “რეალმა” “ხირონა” მეორედაც დაამარცხა და 1/2 ფინალში აღმოჩნდა.

მადრიდელებს პირველი შეხვედრა 4-2 ჰქონდათ მოგებული და ორმატჩიანი ბრძოლის ბედიც პირველ ტამში გადაწყვიტეს.

27-ე და 43-ე წუთებზე დუბლი ფრანგმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ შეასრულა. მან ჯერ დანი კარვახალის პასი გამოიყენა, შემდეგ კი ბრაზილიელი ჟუნიორ ვინისიუსის გადაცემა შეირგო.

მეორე ტაიმში “ხირონას” იმისათვის, რომ ესპანეთის თასიდან არ გავარდნილიყო მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 5 გოლის გატანა ესაჭიროვებოდა, რაც წარმოუდგენელი ამბავი იყო.

ერთადერთი რაც მასპინძლებმა მოახერხეს 71-ე წუთზე ე.წ. პრესტიჟის გოლის გატანა გახლდათ. გოლის ავტორი პედრო პორო გახდა.

76-ე წუთზე დანი სებალოსის პასით მარკო ლორენტემ მატჩის საბოლოო ანგარიში 1-3 დააფიქსირა.

ესპანეთის თასის 1/2 ფინალში “რეალის” გარდა “ბარსელონა”, “ვალენსია” და “ბეტისი” იასპარეზებენ.
“სამეფო თასის” კენჭისყრა 1 თებერვალს არის ჩანიშნული.

“ხირონა” 1:3 “რეალი”
27′ 43′ ბენზემა (0-1, 0-2), 71′ პორო (1-2), 76′ ლორენტე (1-3)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი