მთავარი მსოფლიო4 ერი 6 ერის გახსნის მატჩში უელსმა საფრანგეთი პარიზში დაამარცხა

6 ერის გახსნის მატჩში უელსმა საფრანგეთი პარიზში დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

რაგბის ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი 6 ერის გათამაშება დაიწყო.

პარიზში “სენ დენის” სტადიონზე წლის გახსნის მატჩში საფრანგენგეთის ნაკრები უელსთან დაძაბულ ბრძოლაში 19-24 დამარცხდა.

ან არა და ფრანგებისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო. მათ პირველი ნახევარი 16-0 მოიგეს.  “მამლებმა”  ტაიმში 2 ლელო, 1 ჯარიმა და ერთიც არეკნი გაიტანეს.

ანგარიში მე-5 წუთზე ლუის პიკამოლიმ გახსნა.   “მამლების” მგეზავმა კამილ ლოპესმა გარდასახვა ვერ გამოიყენა.

22-ე წუთზე “ლე ბლე” წინ 10-ქულიანი სხვაობით გავიდა.  ლელო გარემარბმა იოან ჰუგემ დადო.  კამილ ლოპესი გარდასახვისას ისევ არაზუსტი იყო. 

33-ე წუთზე ამ თამაშში კამილ ლოპესმა თავისი ქულების ანგარიში გახსნა.  მან ჯარიმა ზუსტად დაარტყა 13-0.

ტაიმის ბოლო წუთზე კი ლოპესმა არეკნი გაიტანა და საფრანგეთმა პირველი ნახევარი დამაჯერებლად 16-0 მოიგო.

აი მეორე ტაიმში კი თამაშის სურათი შეიცვალა. ბრიტანელებმა უკვე 52 წუთისთვის 2 გარდასახული ლელოს გატანა მოახერხეს.

46-ე წუთზე “დრაკონების” ჰავბეკმა ტომოს უილიამსმა სხვაობა შეამცირა.  გარდასახვა კი გარეთ ანსკომბმა გამოიყენა.

51-ე წუთზე კი ჯორჯ ნორთმა ბურთი ფრანგების ჩათვლის მოედანში დაამიწა. გარეთ ანსკომბმა კი გარდასახვისას ოვალური მასა ძელებს შორის იდეალურად გააძვრინა  16-14.

62-ე და 69-ე წუთზე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს.  ჯერ იყო და შეცვლაზე შემოსულმა უელსელმა დან ბიგარმა იხეირა.  შემდეგ კი ფრანგმა კამილ ლოპესმა.  ამ ჯარიმების შემდეგ ანგარიში საფრანგეთის სასარგებლოდ 19-17 იყო.

მატჩმა კულმინაციას 71-ე წუთისთვის მიაღწია.  სწორედ ამ დროს “დრაკონებმა” ლელო დადეს.  ჯორჯ ნორთმა დუბლი შეასრულა.  გარდასახვა კი  დან ბიგარმა ზუსტად დაარტყა.

საბოლოოდ უელსის ნაკრებმა საფრანგეთს პარიზში, 24-19 მოუგო.

ბრიტანელებმა აქტივში პირველი 4 ქულა ჩაიწერეს. ფრანგებმა კი 7-ქულაზე ნაკლებით დამარცხების გამო ბონუს-ქულა გამოიმუშავეს.

დღეს, 6 ერის გათამაშებაზე კიდევ ორი მატჩი შედგება ირლანდია ინგლისს შინ, “ავივა სტედიუმზე” უმასპინძლებს.  შოტლანდია კი ძალებს იტალიაში მოსინჯავს.

საფრანგეთი 19:24 უელსი

საფრანგეთი: 15. მაქსიმ მედარდი, 14. დამიან პენაუ , 13.  უესლი ფოფანი,  12. რომან ნტამაკი ,  11. იოან ჰუგე ,  10. კამილ ლოპესი, 9. მორგან პარა;

1.  ჯეფერსონ პაირო , 2. გუილემ გუირადო, 3. უინი ანტონიო, 4.  სებასტიენ ვაჰაამაჰინა , 5. პაულ ვილემსე, 6. ვენსესლას ლორეტი, 7. არტურ იტურია, 8. ლუის პიკამოლი 

მარქაფა
23. ჟოფრი დუმარუ, 22. გაელ ფიკუ,  21.  ბატისტ სერენი;

16. ჯულიან მარჩანი  (“ტულუზა”), 17. დენი პრისო,  18. დებმა ბამბა, 19 ფელიქს ლამბე, 20.  გრეგორი ალდრიტი.
მთავარი მწვრთნელი: ჟაკ ბრუნელი

2 ლელო: პიკამოლი, ჰუგე
ჯარიმა:კამილ ლოპესი
არეკნი: კამილ ლოპესი

უელსი:  15. ლიმ უილიმსი, 14. ჯორჯ ნორთი, 13. ჯონათან დევისი,  12. ჰედლი პარკსი,  11. ჯოშ ადამსი, 10. გარეთ ანსკომბი, 9. ტომოს უილიამსი;

1.  რობ ევანსი, 2. კენ ოუენსი,  3. ტომას ფრანცისი, 4.  ადამ ბიორდი, 5. ალუნ ვინ ჯოუნსი, 6. ჯოშ ნავიდი, 7.  ჯასტინ ტიპურიკი, 8. როს მორიარტი;

მარქაფა
23. ოუენ უატკინი, 22. დან ბიგარი,   21.  გარეთ დევისი;

16. ელიოტ დი,  17. ვინ ჯონსი, 18.  სამსონ ლი, 19. კორი ჰილი,  20. აარონ ვეინუაითი.
მთავარი მწვრთნელი: უორენ გეტლანდი
3 ლელო: ტომოს უილიამსი, ნორთი (2)
3 გარდსახვა: ანსკომბი (2), დან ბიგარი.
ჯარიმა: დან ბიგარი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი