ათი წლის განმავლობაში რუსთა გამორჩეული ჯილას სერგეი კოვალევის გალახვა სულ ორმა კაცმა შეძლო. პირველ ჯერზე ეს პენსიაზე გასულმა ღმერთის შვილმა, ანდრე უორდმა მოახერხა, თანაც ორჯერ. მეორეჯერ ელეიდერ ალვარეზმა. თუმცა ამ უკანასკნელს გახარება დიდხანს არ დასცალდა. ორიოდე დღის უკან, ტეხასში მდებარე ფორდის ცენტრში გამართულ მატჩრევანაში ქულებით დამარცხდა.
მწირი აღმოჩნდა ალვარესის ტექნიკური არსენალი. წინა ბრძოლისგან განსხვავებით ვერაფერი დაუპირისპირა რუსს. ვერც შტორმივით დარტყმებმა უშველა. დიდად არც შეტევაში ვარგოდა და დაცვაშიც მოიკოჭლებდა.
სამაგიეროდ ზედმიწევნიდ კარგად ჰყავდა შესწავლილი ვენესუელელი კოვალევს. აქცენტი ტექნიკაზე და ტაქტიკაზე ჰქონდა გაკეთებული. ასაკის გათვალისწინებით გამძლეობაში კი მოიკოჭლებდა და ვერ ძველებურად მომაკვდინებლად უტყავდა, მაგრამ ამოცანა ხუთიანზე შეასრულა.
ქრაშერი დაბრუნდა! დამაჯერებლადაც იმარჯვა და ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარიც დაიბრუნა.