მთავარი მთავარი პარიზში შავდათუაშვილი და კამპანია იწყებს

პარიზში შავდათუაშვილი და კამპანია იწყებს

130 ნახვა

დღეს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მისივე სახელობის წლის პირველი  გრან-სლემი აიღებს სტრატს, სადაც რეგისტრაცია ჯამში 97 ქვეყნის 572 ფალავანმა გაიარა.  შეჯიბრება ორდღიანია – დღეს იწყება და ხვალ მთავრდება.  მედალოსნები თავიდან ვაჟებიდან 60, 66 და 73, ხოლო ქალებში 48, 52, 57 და 63 კილოგრამებში გამოვლინდებიან. დანარჩენილი 7 წონისები 10-ში მოსინჯავენ ძალებს.

გუშინ გაიმართა წილისყრა და გაირკვა ჩვენებურების ხვედრი.

დღეს საჭიდაოთ საქართველოს სახელით 6 ფალავანი გავა:

60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე

66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ნიკო ჭიკაიძე

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა გიუნაშვილი

უმცროსი პაპინაშვილი პირველ შეხვედრას საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ლუკა მხეიძესთან გამართავს. მას თუ მოუგო დიდი ალბათობითყაზახთა მსოფლიოს ჩემპიონ და ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორ იელდოს სმეტოვზე გავა. ამავე ქვეჯგუფშია რუსების მოქმედი ევროპის ჩემპიონი ისლამ იაშუევი.

ფრანცისკო გარიგოსით დაიწყებს ასპარეზობას ნოზაძე და მოგების შემთხევაში მასპინძელი ვინსენტ ლიმარეთი გააგრძელებს, რომელსაც არ უნდა გაუჭირდეს იამაიკელი ვალდენბურგის დამარცხება.

მარგველაშვილი ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, აბე – მეორედ, ამიტომ მათი გზები ფინალამდე არ იკვეთება. პირველ წრეში ჩვენებური ისვენებს,  მეორეში კი ფრანგ კევინ აზემასა და ფილიპინელ კევინ ნაკანორის შორის გამარჯვებულს დაეჭიდება. ქვეჯგუფში ყველაზე გამორჩეულები ხერლენ განბოლდია მონღოლეთიდან და სებასტიან სეიდლი გერმანიიდან.

მეორე წრიდან ჩაერთვება ასპარეზობაში ჭიკაიძეც, სადაც მისი მეტოქე პერუელ ხუან პოსტიგოსის და მონღოლ მუნკბაიარ ნერგუის პაექრობაში გამოვლინდება.

თავიდანვე იწყებს გიუნაშვილი – ალჟირელ ფეტჰი ნოურინეს დაეჭიდება. აქ მოგებული კი ფრანგ გილიომ ჩაინესა და ყაზახ ჟანსაი სმაგულოვს შორის გამარჯვებულზე გადის.

ბადის სხვადასხვა მხარეს გადანაწილდნენ ჩვენი ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და იაპონელთა მსოფლიოს ოქრო-ვერცხლის მომგები სოიჩი ჰაშიმოტო, მიუხედავად ამისა გორელ ფალავანს ნამდვილად არ რგებია იოლი მეტოქეები – მის ჯგუფში არიან ებრაიელი ტოჰარ ბუტბული და მონღოლი ცონგბაატარ ცენდ-ოჩირი, მომინჯნავეში – ტურნირის მოქმედი ჩემპიონი აკილ ჯაკავოვა, კანადელი არტურ მარგელიდონი და იაპონელი არატა ტაცუკავა.

პირველ მეტოქედ ლაშას მასპინძელ ლუკა ოტმანისა და საამიროების წარმომადგენელ ვიქტორ სკვორტოვის წყვილში უძლიერესი ეყოლება.

დანარჩენებზე მათი ასპარეზობის დროს მოგახსენებთ.

წინასწარი შეხვედრები 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი