მთავარი მსოფლიო6 ერი 6 ერის ტურნირზე ინგლისელებმა ფრანგები გაანადგურეს

6 ერის ტურნირზე ინგლისელებმა ფრანგები გაანადგურეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

რაგბის პრესტიჟულ ტურნირ 6 ერის გათამაშებაზე მე-2 ტურის ცენტრალური ბრძოლა გაიმართა.

ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ლეგენდარულ  “თვიქნემის” სტადიონზე ერთმანეთის წინაშე ინგლისი და საფრანგეთის ნაკრებები წარსდგნენ.

მოლოდინი არ გამართლდა და დაძაბული ბრძოლა არ შედგა.  ინგლისელებმა მოწინააღმდეგე ყველა სარაგბო კომპონენტში დაჩაგრეს და დიდი ანგარიშით 44-8 გაანადგურეს.

ინგლისელებმა მოწინააღმდეგეს პირველი ლელო მატჩის დასაწყისში, კერძოდ მე-3 წუთზე დაუდეს.  ფრანგებმა შეტევისას შეცდომა დაუშვეს,  ბურთი ხელთ ელიოტ დეილის ჩაუვარდა. ბრიტანელთა ფულბეკმა სოლო რეიდი განახორციელა  და  ოვალური მასა წინ ფეხით გაგზავნა. ჩათვლის მოედანში კი ჯონი მეი აღმოჩნდა, რომელმაც ანგარიში გახსნა.  გარდასახვა  ოუენ ფარელმა ვერ გაიტანა 5-0.

მე-8 წუთზე  ინგლისელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ამჯერად ოუენ ფარელმა შანსი გამოიყენა 8-0.

მე-10 წუთზე “მამლების” ჰავბეკმა მორგან პარამ ჯარიმიდან სხვაობა შეამცირა 8-3.

მე-13 წუთზე ოუენ ფარელმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სტატუსკვი აღადგინა 11-3.

ბრიტანელებმა ზეწოლა ამის შემდეგაც გააძლიერეს.  შეხვედრის 6-წუთიან მონაკვეთში ინგლისის ნაკრების გარემარბის ჯონი მეის ბენეფისი შედგა.

24-ე და 30-ე წუთებზე მეიმ ფრანგების ჩათვლის მოედანში ბურთი 2-ჯერ შეიტანა და მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა. ოუენ ფარელმა ორიდან მხოლოდ ერთი გარდასახვა გაიტანა.  “ვარდები” წინ   20-ქულიანი სხვაობით 23-3 გაიჭრნენ.

35-ე წუთისათვის სტუმრებიც გააქტიურდნენ. რის შედეგადაც მათ პირველი ლელოს დადება მოახერხეს.  ბურთი ბრიტანელთა ჩათვლის მოედანში დამიან პენაუმ დაამიწა 23-8.

ტაიმის ბოლოს ინგლისელებმა ბონუს-ქულის მომტანი ლელო გაიტანეს.  ფრანგებს რიგით მე-4 ლელო ჰენრი სლეიდმა დაუდო.   გარდასახვისას მიზანს ოუენ ფარელმა უწია.

პირველი ნახევარი”ვარდებმა” 30-8 მოიგეს.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა.   ინგლისელებმა ფრანგების განადგურება განაგრძეს.  ბრიტანელთა მძლავრ შეტევებს “მამლებმა”  ვერაფერი მოუხერხეს და 49-ე წუთზე საჯარიმო ლელო მიიღეს 37-8.

55-ე წუთზე ინგლისის ნაკრების მგეზავმა ოუენ ფარელმა ლელო თავადაც დადო.  მან გარდასახვისას ბურთიც ძელებს შორის ზუსტად გააძვრინა 44-8.

დარჩენილ დროში ფრანგები გატყდნენ და ბედს შეეგუენ.  ბრიტანელებმა კი მატჩი გამარჯვებდე მშვიდად მიიყვანეს.

6 ერის გათამაშებაზე ინგლისის ნაკრებს ორი მოგება გააჩნია. თან მათ ორივე შეხვედრა ბონუსით მოიგეს.  ფრანგები კი ორი მარცხის შემდეგ სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფებიან.

6 ერი
მე-2 ტური
ლონდონი, “თვიქნემი”

ინგლისი 44:8  საფრანგეთი

ინგლისი:  15. ელიოტ დეილი,  14.  კრის ეშტონი,  13. ჰენრი სლეიდი, 12.  მანუ ტუილაგი, 11. ჯონი მეი,  10.  ოუენ ფარელი, 9. ბენ იანგსი;

1. მაკო ვუნიპოლა, 2.  ჯიმი ჯორჯი, 3. კილი სინკლერი, 4.  კორტნი ლავსი, 5. ჯორჯ კრუისი, 6. მარკ უილსონი, 7.  ტომ კარი, 8.  ბილი ვუნიპოლა.

მარქაფა
23. ჯეკ ნოუელი, 22. ჯორჯ ფორდი, 21. დან რობსონი;
16. ლუკ დიკი, 17. ბენ მუნი, 18. დენ კოული, 19. ჯო ლანჩბერი, 20. ნათან ჰიუზი
6 ლელო: მეი (3), სლეიდი, ფარელი, საჯარიმო ლელო.
3 გარდასახვა: ფარელი (3)
2 ჯარიმა: ფარელი (2)

საფრანგეთი: 15. იოან ჰუგე, 14.  დამიან პენაუ, 13. მატიე ბასტარეუ, 12.  ჟოფრი დუმარუ, 11. გაელ ფიკუ, 10. კამილ ლოპესი, 9. მორგან პარა;

1.ჯეფერსონ პაირო , 2. გუილემ გუირადო, 3. დებმა ბამბა, 4. სებასტიენ ვაჰაამაჰინა, 5. ფელიქს ლამბე, 6. იაკოუბა კამარა 7. არტურ იტურია, 8. ლუის პიკამოლი;

მარქაფა
23. ტომას რამოსი, 22. რომან ნტამაკი, 21. ანტუან დუპონტი;
16. პიერ ბოურგარი, 17. დენი პრისო, 18.დორიან ალდეგერი, 19.პაულ ვილემსე, 20. გრეგორი ალდრიტი
ლელო: პენაუ
ჯარიმა: პარა

2 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ასეთია:

  1. ინგლისი 2  2  0  0 76-28  10 
  2. უელსი 2 2 0 0 50:34 8
  3. შოტლანდია 2 1 0 1 46:42 5
  4. ირლანდია 2 1 0 1 42:45 4
  5. საფრანგეთი 2 0 0 2 27:68 1
  6. იტალია 2 0 0 2 35:59 0

მე-3 ტური
23 თებერვალი
უელსი : ინგლისი
საფრანგეთი : შოტლანდია

24 თებერვალი
იტალია : ირლანდია

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი