მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული გურამ საღარაძე: შიზოიდი კაცი არ უნდა ხელმძღვანელობდეს ჭიდაობის ფედერაციას 

გურამ საღარაძე: შიზოიდი კაცი არ უნდა ხელმძღვანელობდეს ჭიდაობის ფედერაციას 

1324 ნახვა

“ზონდერი, არაადეკვატორი, ფსიხი და შიზოიდი კაცი არ უნდა ხელმძღვანელობდეს ჭიდაობის ფედერაციას” – ამის შესახებ ოლიმპიურმა პრიზიორმა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ქართველმა მოჭიდავემ გურამ საღარაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ყრილობა, რომელზეც გეგა გეგეშიძე პრეზიდენტად აირჩიეს გაყალბებითა და კანონის დარღვევით ჩატარდა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრებმა ბაკურიანში საიდუმლო შეხვედრა გამართეს, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტის ძმა ლადო გეგეშიძეც ესწრებოდა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტი განიხილეს და მისი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. საიდუმლო შეხევდრაზე არ მიიწვიეს გურამ საღარაძე. იხ. ვრცლად

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი