მთავარი მთავარი საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცეჩემპიონ ხორვატიას შეხვდება

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცეჩემპიონ ხორვატიას შეხვდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
132 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ვიცეჩემპიონ ხორვატიის გუნდს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ ოფიციალურ ვერგვერდზე ავრცელებს.

ხორვატიისა და საქართველოს მატჩი 2019 წლის 19 ნოემბერს ხორვატიაში გაიმართება.   შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

საქართველოსა და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებებს  ისტორიაში 2 ოფიციალური ბრძოლა აქვთ გამართული.

2012 წლის ევროპის შესარჩევ ტურნირის მატჩში თბილისში “დინამო არენაზე” ქართველებმა ხორვატია 1-0 დაამარცხეს. გამარჯვების მომტანი  გოლი დღევანდელმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გაიტანა.  მაშინ გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნიდან.

ამავე შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ხორვატიაში 1-2 წააგო.

აღნიშნული მატჩის გამართვის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არ გაუკეთებიათ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი