მთავარი მსოფლიოგერმანია “უემბლიზე” “ტოტენჰემმა” “დორტმუნდი” გაანადგურა

“უემბლიზე” “ტოტენჰემმა” “დორტმუნდი” გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
51 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონის მშვენიერ სტადიონ “უემბლიზე”  მასპინძლის რანგში მყოფმა “ტოტენჰემმა” დორტმუნდის “ბორუსია” დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხა და 1/4 ფინალში თამაშის უფლების მოსაპოვებლლად დიდი ნაბიჯი გადადგა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ ლონდონელებმა მეორე ნახევარი ბრწყინვალედ ჩაატარეს და მეტოქეს წარმატების არანაირი შანსი არ დაუტოვეს.

მატჩში ანგარიში 47-ე წუთზე სამხრეთ კორეელმა ჰეონგ-მინ სონმა გახსნა.  აზიელმა ფეხბურთელმა ბელგიელი იან ვერტონგენის პასით იხეირა.

შეხვედრის ბოლო 7 წუთში “მამლებმა” მოწინააღმდეგის კარში კიდევ 2 გოლი გაიტანეს.  83-ე წუთზე ბენელუქსელმა იან ვერტონგენმა კოტ’ დიუვარელი სერჟ ორიეს იდეალურად გამოზომილი გადაცემა შეირგო.

86-ე წუთზე კი დანიელი კრისტიან ერიქსენის კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ბურთი მოწინააღმდეგის კარში ესპანელმა ფერნანდო ლორენტემ გადაგზავნა.

საბოლოოდ ლონდონის “ტოტენჰემმა” 3-0 გაიმარჯვა და ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშია. თუმცა გერმანელებს, რომ ყურების ჩამოყრა არ სჩვევიათ ცნობილი ფაქტია.  აქედან გამომდინარე უპრიანი იქნება მოვლენებს არ გავუსწროდ და დორტმუნდში გასამართ შეხვედრას დაველოდოთ.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 6 მარტს, შედგება.

ჩემპიონთა ლიგა
პირველი მატჩი
ლონდონი,”უემბლი”

ტოტენჰემი” (ინგლისი) 3:0 “დორტმუნდი” (გერმანია)
47′ სონი (1-0), 83′ ვერტონგენი (2-0), 86′ ლორენტე (3-0)

„ტოტენჰემი“: ლორისი; სანჩესი, ფოიტი, ალდერვეირელდი, ორიე, ვინკსი, სისოკო (90+1′ ვანიამა), ვერტონგენი, ერიკსენი, ლუკას მოურა (84′ ლორენტე), სონი (90′ ლამელა),

„დორტმუნდი“: ბიურკი, ჰაკიმი, ტოპრაკი, დიალო, ზაგადო (77′ შმერცელი), ვიტსელი, დელანი, სანჩო (88′ გერერო), დაჰოუ, პულუსიჩი (87′ პლუნ ლარსენი), გიოტცე

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოზი (ესპანეთი)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი