მთავარი მთავარი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტები გამოვლინდნენ

ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტები გამოვლინდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
39 ნახვა

ჭადრაკში  საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის ფინალში ლევან ფანცულაია და გიგა ყუფარაძე ითამაშებენ.

ლევან ფანცულაიამ პირველივე ტაი-ბრეიქში დავით არუთინიანი 2-0 დაამარცხა.  გიგა ყუფარაძემ  ასევე პირველ ტაი-ბრეიქში მოიგო. მან ლუკა პაიჭაძეს  1,5:0,5 სძლია.

ფინალური დაპირისპირებები სტარტს 15 თებერვალს, აიღებს.  ტურნირზე მესამე ადგილისათვის დავით არუთინიანი და ლუკა პაიჭაძე იბძოლებენ.

საქართველოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 18 500 ლარი გახლავთ.   პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე  ოქროს მედლის, ჩემპიონის თასისა და სპეციალური სიგელის გარდა 6 000 ლარს მიიღებს.  ვიცეჩემპიონი 4 500 ლარით დაჯილდოვდება.   მესამე პოზიციაზე გასულს კი 3 500 ლარი გადაეცემა.

საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის დებულების თანახმად  პირველ სამ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დააფინანსებს.

წყარო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი