მთავარი მთავარი ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა “ბორჯღალოსანთა” წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა

ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა “ბორჯღალოსანთა” წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა

ავტორი კახა მიხანაშვილი
71 ნახვა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩისთვის ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა  სანტიაგო სანტოსმა 30-კაციანი გაფართოებული  შემადგენლობა დაასახელა.

“ბორჯღალოსანთა” წინააღმდეგ ესპანელებს  7 დებიუტანტი ეყოლებათ.  13 მორაგბეს კი ეროვნულ გუნდში 4 ან ნაკლები კეპი აქვს მოხვეჭილი.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს 4 ისეთი მორაგბე დააკლდება, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ პირველ ტურში ითამაშეს.  ბენატ ოზქუი, ჯოშუა პიტერსი, ასიერ უსარაგა და კალოკალო ტრავმების გამო საკუთარ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.

ესპანელი “ლომების”  გაფართოვებული შემადგენლობა ქართველების წინააღმდეგ ასეთია:

პირველი ხაზი: ფერნანდო ლოპესი (ორდისია), ხოაკინ დომინგესი (ინდერპენდიენტე), ვინსენ დელ ჰოიო (ელ სალვადორი), სტივენ ბარნსი (ვალენსია), ხერომ სივილი (აჟენი), ხუან საბალა (ბაიონი)
მეორე ხაზი: მიქაელ დე მარკო (აჟენი), იენ ასკროფტ-ლეიჩი (აპარეხადორეს), დანიელ ბარანკო (სანტ კუგატი), ვიქტორ სანჩესი (ელ სალვადორი), მანულ მორა (ინდერპენდიენტე)
მესამე ხაზი: ოიერ გოია (ორდისია), ლუკას გიომი (ელ სალვადორი), მაიკლ ჰოგი (ბარსელონა), მაიკლ ვოლკერ-ფიტონი (ელ სალვადორი), ხუან პაბლო (აპარეხადორესი)
№9: ლუკას რუბიო (აჟენი), ფაკუნდო მუნილა (ალკობენდასი)
№10: ენდრიუ ნორთონი (კისენეროსი), ალვარო ხიმენო (ვალენსია)
№12-13: დიეგო გარსია (ალკობენდასი), ანდრეა რაბახო (დიჟონი), რიჩარდ სტიუარტი (კისენეროსი)
№11-14: ფედერიკო კასტელიონი (ვალენსია), ხულენ გოია (ორდისია), ხორდი ხორბა (პერპინიანი), გილერმო დომინგესი (კისენეროსი), მაურისო ლონდონო (ალკობენდასი)
№15: არტიომ კოვალენკო (ბარსელონა), ლუკას ლევი (კობერე)

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ესპანელებმა რუსეთის ნაკრები 16:14 მოუგეს.

ამ დროის სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ასეთია:

  1. საქართველო 1  1 0 0  18:9  4 
  2. ბელგია 1  1 0 0  29:22 4 
  3. ესპანეთი 1 1 0 0 16:14 4
  4. რუსეთი 1  0  0 1 14:16 1 
  5.  გერმანია 1 0 0 1 22:29 1
  6. რუმინეთი 1 0 0 1 9:18 0

16 თებერვალი
რუმინეთი-გერმანია
რუსეთი-ბელგია

17 თებერვალი
საქართველო-ესპანეთი

საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 17 თებერვალს, თბილისში “ავჭალის” სტადიონზე გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი