მთავარი მსოფლიოესპანეთი “ბორჯღალოსნები” ესპანელი “ლომების” წინააღმდეგ დაირაზმნენ

“ბორჯღალოსნები” ესპანელი “ლომების” წინააღმდეგ დაირაზმნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
49 ნახვა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

მილტონ ჰეიგმა ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში რუმინეთთან მოგებული ბრძოლის მონაწილე 3 მორაგბე შეცვალა.

წინა მატჩისგან განსხვავებით ესპანეთთან ჯახს ძირითად შემადგენლობაში ბურჯი ლევან ჩილაჩავა, მეორეხაზელები ნოდარ ჭეიშვილი და გიორგი თხილაიშვილი დაიწყებენ.

პირველ ხაზში მარქაფაში ბექა გიგაშვილი იქნება, რომელიც რუმინეთში სასტარტოში იყო. შარშანდელი ივნისის ტესტების შემდეგ ნაკრებს კვაჭი გიორგი ჭყოიძე და ბურჯი გიორგი მელიქიძე უბრუნდებიან.

ამჯერად ეროვნული ნაკრების კვართის პირველად მორგების პატივი წილად “ლელო სარანსენსის” მორაგბეს გრიგოლ ქერდიყოშვილს და ფრანგული “ორიაკის” მოთამაშეს გიორგი ჯავახიას ხვდა.

ერთგვარი საიუბილეო მატჩი ნოდარ ჭეიშვილს ექნება. 29 წლის მორაგბე “ბორჯღალოსანთა” რიგებში მე-20 კეპს მოიხვეჭს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანელთა წინააღმდეგ ასეთია:

15. ლაშა ხმალაძე (“ბათუმი), 14. გიორგი აფციაური (“ლოკომოტივი”), 13. ზურაბ ძნელაძე (“ლოკომოტივი”), 12. გიორგი კვესელაძე (“არმაზი”), 11. სანდრო თოდუა (“ბათუმი), 10. თედო აბჟანდაძე (“აია”), 9. ვასილ ლობჟანიძე (“ბრივი”, საფრ.);

1. გურამ გოგიჩაშვილი (“რასინგი”, საფრ.), 2. შალვა მამუკაშვილი (“ენისეი”, რუსეთი), 3. ლევან ჩილაჩავა (“მონპელიე”, საფრ.), 4. ნოდარ ჭეიშვილი (“ქორნიშ პაირათსი” ინგ.), 5. გიორგი ნემსაძე (“ოსპრეიზი”, უელსი), 6. გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი”), 7. გიორგი ცუცქირიძე (“ორიაკი”, საფრ.), 8. ბექა გორგაძე (“ბორდო”, საფრ.)

მარქაფა
23. მირიან მოდებაძე (“აია”), 22. ლაშა მალაღურაძე (” მონინოს ვე’ვე’ა”, რუსეთი), 21. გიორგი ბეგაძე (” ლოკომოტივი”);

16. გიორგი ჭყოიძე (“ლელო სარანსენსი”), 17. ბექა გიგაშვილი (“გრენობლი”, საფრ.), 18. გიორგი მელიქიძე (“სტად ფრანსე”, საფრ.), 19. გრიგოლ ქერდიყოშვილი (“ლელო სარანსენსი”), 20. გიორგი ჯავახია (“ორიაკი”, საფრ.)

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის თბილისის “ავჭალის” სტადიონზე გაიმართება.

შეხვედრა სტარტს 18:00 საათზე აიღებს.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი