მთავარი მთავარი დიუსელდორფში თოთხმეტნი იჭიდავებენ

დიუსელდორფში თოთხმეტნი იჭიდავებენ

241 ნახვა

მეორე დიდი ტურნირი სადაც საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები მოსინჯავს ძალებს დიუსელდორფის გრან-სლემია. ტურნირი დამდეგ უქმეებზე 22-24 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას დღეს მონაცემებით 97 ქვეყნის 683 ფალავანი (404 კაცი და 279 ქალი) მიიღებს.

სამწვრთნელო შტაბმა ამჯერად მონაწილეთა კვოტა ამჯერად სრულად გამოიყენა. შედეგად დიუსელდორფში 14 ქართველი იბრძოლებს საპრიზო ადგილებისთვის.

ცვლილებებია შემადგენლობაშიც. ნაკრები მეტი წილი იმ ფალავნებითაა დაკომპლექტებული ვისაც პარიზში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.

ნაშეჯიბრალს კი დიუსელდორფშივე 4 დღიანი ერთობლივი შეკრებაც ჩატარდება და მასში ჩვენი ნაკრებიც ჩაებმება.

 

ქართველების 14 კაციანი განაცხადი შემდეგნაირად გამოიყურება:

60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი გუგულაშვილი

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი

81 კგ – გიორგი კაციაშვილი, ბექა დონღვანი

90 კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი

100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური

+100 კგ – ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი