მთავარი მსოფლიოგერმანია ჩემპიონთა ლიგა: კრისტიანუ რონალდუ მადრიდში ბრუნდება – გერმანიაში “მანჩესტერ სიტი” ფავორიტის სტატუსით ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგა: კრისტიანუ რონალდუ მადრიდში ბრუნდება – გერმანიაში “მანჩესტერ სიტი” ფავორიტის სტატუსით ითამაშებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
54 ნახვა

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი რაუნდის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართება.

მადრიდში “ვანდა მეტროპოლიტანოს” სტადიონზე “ატლეტიკო”  ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს.   გერმანიის ქალაქ გერზენკინხენში “შალკე 04” მანჩესტერ “სიტის” დაუხვდება.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრისტიანუ რონალდუ  მადრიდში ბრუნდება.   რონალდუს “რეალში” გატარებულ 9 წლის განმავლობაში “ატლეტიკოს” წინააღმდეგ  31-ჯერ უთამაშია.  მას ამ კლუბთან 4 მოგება, 9 ფრე, 8 წაგება გააჩნია. ჯამში კი მადრიდული გუნდის კარში 22 გოლი აქვს გატანილი.

“ატლეტიკო” და “იუვენტუსი” ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან.  წინა ორი მატჩი  2014-2015 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა.

მადრიდში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა 1-0 მოიგეს.  ტურინში კი ფრე 0-0 დაფიქსირდა.

მადრიდის “ატლეტიკოს” გუნდში კარგი ამბები ხდება.   მათ ტრავმიირებული ფეხბურთელები  დიეგო კოშტა, სტეფან სავიჩი და  კოკე დაუბრუნდნენ.

მასიმილიანო ალეგრის კლუბს კი დუგლას კოშტა დააკლდება.  მან მართალია  ვარჯიში განაახლა,  თუმცა ფორმა სრულად ვერ აღიდგინა და “ბებერი ქალბატონის” განაცხადს მიღმა დარჩა.   ტურინელთა გერმანელ ლეგიონერ სამი ხედირას გულის არითმია დაუდგინდა და შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს.

იტალიის სერია ა-ში ტურინის”იუვენტუსი”  ბრწყინვალედ გამოიყურება.  “ბებერ ქალბატონს” განვლილი 24 შეხვედრიდან არცერთი წაგება არ აქვს.  ტურინელებმა ბოლო ტურში”სასუოლო” 3-0 დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდული დაპირისპირებისთვის კარგი განწყობა შეიქმნეს.  თან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რონალდუ და კამპანია იტალიის ჩემპიონატში უშუალო კონკურენტ “ნაპოლის” მთელი 13 ქულით უსწრებს.

დღევანდელი მატჩის წინ გამარჯვება მადრიდის “ატლეტიკომაც” მოახერხა.  დედაქალაქელებმა “რაიო ვალეკანოს” გასვლაზე ანტუან გრიზმანის გოლით 1-0 მოუგეს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი დაიბრუნეს.  მადრიდელები ლიდერ”ბარსელონას” მართალია 7 ქულით ჩამორჩებიან,  სამაგიეროდ თანაქალაქელ “რეალს” 2 ქულით უსწრებენ.

ამ მატჩში მონაწილე გუნდების სავარაუდო შემადგენლობები ასეთია:

1/8 ფინალი
ჩემპიონთა ლიგა
მადრიდი, ” ვანდა მეტროპოლიტანო”

“ატლეტიკო” (მადრიდი, ესპანეთი) : “იუვენტუსი” (იტალია)

„ატლეტიკო“: ობლაკი, არიასი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუისი, საულ ნიგეზი, კოკე, როდრი, ლემარი, მორატა, გრიზმანი
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

„იუვენტუსი“: შჩესნი, კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო,  ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი, დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდუ
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

1/8 ფინალის მეორე დაპირისპირებაში, სადაც ერთმანეთს “შალკე” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდებიან უდავო ფავორიტად ინგლისური გუნდია მიჩნეული.

ეს ამბავი არც არის გასაკვირი, რადგანაც „სიტი“ დიდებულ ფორმაშია.   თავის მხრივ კი წელს გერმანული კლუბი რბილად, რომ ვთქვათ ცუდად გამოიყურება.

ეს გუნდები ისტორიაში სულ სამჯერ არიან დაპირისპირებული.  აქედან ორი შეხვედრა “სიტიმ, ხოლო ერთი კი “შალკემ” მოიგო.

„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა და 1/8 ფინალში ზედიზედ მეექსედ გავიდა.

„შალკეს“ მერვედფინალში 2014-2015 წლების შემდეგ არ უთამაშია.

დღევანდელ მატჩში გერმანულ კლუბს მასკარელი, ემბოლო და შოპფი ვერ დაეხმარება.  მანჩესტერელებს კი მენდის, ბრავოს, გაბრიელ ჟესუსსა და სტოუნსის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

“შალკე” 18-გუნდიან ბუნდესლიგაში მე-14 ადგილზე იმყოფება.  მათ ბოლო ტურში შინ, “ფრაიბურგთან” ფრედ 0-0 ითამაშეს.

“მანჩესტერ სიტიმ” კი ინგლისის თასზე “ნიუპორტი” გასვლაზე 4:1 გაანადგურა და 1/4 ფინალში გავიდა.  მათ პრემიერლიგის ბოლო დაპირისპირებაში კი ლონდონის “ჩელსი” მიწასთან გაასწორეს.  “ქალაქელებმა” “არისტოკრატებს” 6-0 მოუგეს.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მანჩესტერელები “ლივერპულთან” ერთად 65-65 ქულით პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებან.

ამ მატჩის მონაწილე გუნდების სავარაუდო შეადგენლობა ასე გამოიყურება:

1/8 ფინალი
ჩემპიონთა ლიგა
გენზენკინხენი, “ველტინს არენა”

„შალკე“: ფარმანი, კალიჯური, ს. სანე, ნასტასიჩი, ოჩიპკა, მაკკენი, ბენტალები, მატონდო, უტი, კონოპლიანკა, ბურგშტალერი

„სიტი”: ედერსონი, უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტი, დანილო, დე ბრუინი, ფერნანდინიო, ბერნარდო სილვა, სტერლინგი, აგუერო, ლ. სანე

მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)

ორივე 1/8 ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი