მთავარი მთავარი შვეიცარიაში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვევა

შვეიცარიაში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვევა

ავტორი კახა მიხანაშვილი
33 ნახვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფა შტაბბინაში,  ქალ ფეხბურთელთა შორის ევრო 2021-ს კენჭისყრა გაიმართება.

წილისყრაშ საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მონაწილეობს.  ჩვენი გოგონების გუნდი მე-5 კალათაშია განაწილებული.  ამ კალათაში საქართველოს გარდა ფარერის კუნძულების, მალტის, მაკედონიის, ესტონეთის, მონტენეგროს, ლატვიის, ლიეტუვას, აზერბაიჯანის, კვიპროსისა და კოსოვოს გუნდები მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობას სარეკორდო რაოდენობის გუნდები მიიღებენ.  ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად 48 ეროვნული ნაკრები იბრძოლებს.

მიმდინარე საკვალიფიკაცი ეტაპზე   ეროვნული ნაკრების დონეზე პირველად კვიპროსის ნაკრები იასპარეზებს.  შესარჩევ ტურნირზე დებიუტი ასევე კოსოვოს ნაკრებს ექნება.  უეფა-ს რეგულაციის მიხედვით კოსოვოს ეროვნული ნაკრები იმ ჯგუფში ვერ მოხვდება, სადაც ბოსნია-ჰერცეგოვინას ან სერბეთის ქალთა ეროვნული ნაკრებები იქნებიან.

კენჭისყრის შედეგად, გუნდები 9 ჯგუფში გადანაწილდებიან.   2 ჯგუფში 6-6 გუნდი მოხვდება.  დანარჩენ 7 ჯგუფში კი თავს  5-5 ნაკრები მოიყრის.

კოეფიციენტის მიხედვით ქალთა ეროვნული ნაკრებები კალათებში  ასე განაწილდნენ:

1 კალათა: საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია* (მოქმედი ჩემპიონი), ესპანეთი, შვედეთი, ნორვეგია, შვეიცარია, შოტლანდია, იტალია.

2 კალათა: ავსტრია, დანია, ისლანდია, ბელგია, რუსეთი, უელსი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი.

3 კალათა: პორტუგალია, ირლანდია, პოლონეთი, რუმუნეთი, სერბეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბელორუსი.

4 კალათა:  თურქეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, ჩრდ.ირლანდია, საბერძნეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ალბანეთი, მოლდოვა.

5 კალათა:  საქართველო, ფარერის კუნძულები,  მალტა, მაკედონია, ესტონეთი, მონტენეგრო, ლატვია, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, კვიპროსი, კოსოვო.

შესარჩევი ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას, 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები გააგრძელებს.  მათ 3 საუკეთესო მეორე ადგილოსანი დაემატებათ.

კენჭისყრის ცერემონიალი 21 თებერვალს, თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატი ინგლისში ჩატარდება.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი