მთავარი მსოფლიო6 ერი 6 ერის ლიდერთა დრამატულ შეხვედრაში უელსმა ინგლისი დაამარცხა

6 ერის ლიდერთა დრამატულ შეხვედრაში უელსმა ინგლისი დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
47 ნახვა

6 ერის მე-3 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერმანეთის პირისპირ ლიდერები უელსი და ინგლისი წასდგნენ.

კარდიფში “პრინციპალიტი სტედიუმზე” გამართული მატჩი დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა.  წარმატებას კი უესლესლმა “დრაკონებმა” მიაღწიეს.  ბრიტანული დერბი 21-13 დასრულდა.

პირველ 24 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს.  ჯერ იყო და ინგლისის ნაკრების მგეზავმა ოუენ ფარელმა იხეირა.  შემდეგ კი ამავე პროფესიის უელსელმა მორაგბემ  გარეთ ანსკომბმა წონასწორობა აღადგინა 3-3.

27-ე წუთზე ტაიმის ერთადერთი ლელო  ტომ კარიმ გაიტანა და ინგლისის ნაკრები დააწინაურა.  გარდასახვა კი ზუსტად ოუენ ფარელმა შეასრულა.

ტაიმი ინგლისის გუნდმა 10-3 მოიგო.

“დრაკონებმა” მეორე ნახევარი მაღალ დონეზე დაიწყეს და “ვარდების” მორაგბეები რამდენჯერმე დააჯარიმეს.

51-ე და 56-ე წუთებზე გარეთ ანსკომბმა ორი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა 9-10.

62-ე წუთზე საჯარიმო დარტმა ზუსტად ოუენ ფარელმაც გამოიყენა და ანგარიში 13-9 გახადა.

აი ამის შემდეგ კი უელსელებმა დიდებული რაგბი შემოგვთავაზებს. მათ გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს და დარჩენილ დროში 2 ლელო დადეს.

67-ე წუთზე მასპინძლები წინ მეორეხაზელმა კორი ჰილმა გაიყვანა.  გარდასახვისას ძელებს შორის ბურთი  შეცვლაზე შემოსულმა დან ბიგარმა გააძვრინა 16-13.

მატჩის მიწურულს ინგლისელები ბრძოლის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა მათ ამ საქმისგან არაფერი გამოუვიდათ.  პირიქით, უელსელებმა მაქსიმალური  მობილიზება მოახდინეს და ბრიტანული დერბის ბოლო ქულები მათ მოიპოვეს. “ვარდების” ჩათვლის მოედანში ბურთი ჯოშ ადამსმა დაამიწა.

საბოლოოდ უელსმა ინგლისი 21:13 დაამარცხა და 6 ერის წლევანდელ გათამაშებას 2 ტურით ადრე სათავეში ჩაუდგა.

“დრაკონებს” 14 ქულა აქვთ და ინგლისის ეროვნულ გუნდს 2 ქულით უსწრებენ.

უელსი 21:13 ინგლისი

უელსი:  15. ლიამ უილიამსი, 14. ჯონ ნორთი,  13. ჯოანათან დევისი,  12. ჰეიდ პარკსი,  11.  ჯოშ ადამსი, 10.  გარეთ ანსკომბი, 9. გერეთ დევისი;

1.რობ ევანსი, 2. კენ ოუენსი,  3. ტომას ფრენსისი, 4. კორი ჰილი,  5.  ალუნ ვინ ჯონსი, 6. . ჯოშ ნავიდი, 7.  ჯასტინ ტიპურიკი,  8.  როს მორიატი.
მარქაფა
23. ოუენ ვოტკინი 22.  დან ბიგარი,  21. ალედ დევისი;
16. ელიოტ დი,  17.  ნიკი სმითი, 18.  დილონ ლუისი, 19.  ადამ ბეარდი, 20. აარონ უეინრაიტი
მთავარი მწვრთნელი: უორენ გეტლანდი
2 ლელო: კორი ჰილი, ჯოშ ადამსი
გარდასახვა: დან ბიგარი
3 ჯარიმა: გარეთ ანსკომბი (3)

ინგლისი:  15. ელიოტ დეილი, 14.  ჯეკ ნოუელი , 13. ჰენრი სლეიდი, 12. მანუ ტუილაგი, 11. ჯონ მეი, 10. ოუენ ფარელი, 9.  ბენ იანგსი;

1. ბენ მუნი,   ჯიმი ჯორჯი, 3. კილი სინკლერი, 4. კორტნი ლოუ,  5.  ჯორჯ კრუისი, 6. მარკ უილსონი, 7. ტომ კარი, 8. ბილი ვუნიპოლა;
მარქაფა
23. ჯო კოკანასიგა, 22. ჯორჯ ფორდი, 21. დან რობსონი;
16. ლუკ დიკი, 17. ელის გენგე, 18. ჰარი უილიამსი, 19. ჯო ლაუნჩბერი, 20. ბრედ შილდსი.
მთავარი მწვრთნელი: ედი ჯინსი
ლელო: ტომ კარი
გარდასახვა: ოუენ ფარელი
ჯარიმა: ოუენ ფარელი (2)

მე-3 ტურის დასკვნითი მატჩი 24 თებერვალს, გაიმართება.  ერთმანეთს იტალია და  მოქმედი ჩემპიონი ირლანდია დაუპირისპირდებიან.

ამ დროისთვის კი სატურნირო ცხრილში ასეთი სიტუაციაა:

  1. უელსი 3  3  0  0 71:47  12
  2. ინგლისი 3 2 0 1 89:49 10
  3. შოტლანდია 3 1 0 2 54:78 6
  4. საფრანგეთი 3 1 0 2 56:69 5
  5. ირლანდია 2 1 0 1 42:45 4
  6. იტალია 2 0 0 2 35:59 0
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი