მთავარი მსოფლიო6 ერი 6 ერი: მოქმედი ჩემპიონის ირლანდიის ნაკრების გამარჯვება იტალიაში

6 ერი: მოქმედი ჩემპიონის ირლანდიის ნაკრების გამარჯვება იტალიაში

ავტორი კახა მიხანაშვილი
65 ნახვა

ევროპული რაგბის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ 6 ერის გათამაშებაზე მე-3 ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.

იტალიის ნაკრები შინ, მოქმედ ჩემპიონ ირლანდიას დაუპირისპირდა და 10-ქულის სხვაობით 16-26 დამარცხდა.

აპენინელებმა პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩაატარეს და “სამყურებს” 16-12 მოუგეს. ეს  იმის მიუხედავად, რომ ირლანდიელებმა პირველ 20 წუთში 2 ლელო გაიტანეს.

10-ე წუთზე შეხვედრის პირველი ლელო ირლანდიის ნაკრების მეორეხაზელმა ქუინ როუმ დადო. მე-20 წუთზე კი გარემარბმა იაკობ სკოტდეილმა იხეირა. ორიდან ერთი გარდასახვა ჯონათან სექსტონმა გამოიყენა.

ლელოების შუაში ერთინ ჯარიმა იტალიელთა მგეზავმა  ტომაზო ალანმა გაიტანა.

პირველი ტაიმის შუაწელიდან “სკუადრა აძურა” კიდევ უფრო გამოფხიზლდა და პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ერთმანეთის მიყოლებით 2 ლელო გაიტანა.

32-ე წუთზე მასპინძელთა გუნდში ედუარდო პადოვანი გამოირჩა.  შემდეგ კი ლელო ლუკა მორისმა დადო.

მეორე ტაიმში 50 წუთიდან მოყოლებული გამართულ რაგბის  “სამყურები” თამაშობდნენ. ისინი იტალიელებს მძლავრად  მიეძალნენ და შედეგად დარჩენილ დროში კიდევ  2 ლელოს დადება მოახერხეს.  50-ე წუთზე აპენინელთა ჩათვლის მოედანში ბურთი ქის ირლზიმ დაამიწა.

66-ე წუთზე კი ირლანდიელთა ჰავბეკმა კონორ მურეიმ გაიბრწყინა.  მან ჯერ ლელო დადო, შემდეგ კი გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.

ირლანდიის ნაკრებმა საბოლოო 26-16 გაიმარჯვა. აქტივში 4 ლელოს გატანის გამო ბონუს-ქულაც ჩაიწერა და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე გადავიდა.

იტალია კი მოლოდინისამებრ უქულოდ ტურნირის ღრმა აუტსაიდერია.

იტალია 16:26 ირლანდია

იტალია: 15. ჯაიდენ ჰაივარდი,14. ედუარდო პადოვანი, 13. მიკელე კამპანარო, 12. ლუკა მორისი, 11. ანჯელო ესპოზიტო, 10. ტომასი ალანი, 9. ტიტო ტაბალდი;
1. ანდრეი ლავოტი, 2. ლეონარდო ჯილარდინი, 3. სიმონე ფერარი, 4. ფედერიკო რუძა, 5. დან რუდი, 6. ჯიმი ტუივაიტი, 7. მაქსიმე მბანდა, 8. ბრაამ სტეინი.

მარქაფა
23. ტომაზო კასტელო, 22. იან მაკკინლ, 21. გილერმო პალაზანი;
16. ლუკა ბიჯი, 17. შერიფ ტრაორე, 18. ტიზანო პასკუალი, 19. დავიდ სისი, 20. ალესანდრო ძანი.
2 ლელო: პადოვანი, მორისი
2 ჯარიმა: ალანი (2)

ირლანდია: 15. რობ კერნი, 14. ქის ირლზი, 13. კრის ფარელი, 12. ბუნდი აკი, 11.იაკობ სკოტდეილი, 10. ჯონი სექსტონი, 9. კონორ მურეი;
1. დეივ კილკოინი, 2. შონ კრონინი, 3. ტად ფარლონგი, 4. ულტან დილეინი, 5. ქუინ როუ,
6. პიტერ ო’მაჰონი, 7. შონ ო’ბრაიენი, 8. ჯორდი მერფი;
მარქაფა
23. ენდრიუ ქონვეი, 22. ჯეკ ქერთი,
21. ჯონ კონი;
16. ნილ სკანელი, 17. ჯეკ მაკგრეითი, 18. ჯონ რაიანი,19. იაინ ჰენდერსონი, 20. ჯოშ ფან დერ ფლიერი.
4 ლელო: როუ, სტოკდეილი, ირლზი,მურეი
3 გარდასახვა: სექსტონი, მურეი (2)

3 ტურის შემდეგ სატურნირი ცხრილში მდგომარეობა ასეთია:

1.უელსი 3 3 0 0 71:49 12
2.ინგლისი 3 2 0 1 89-49 10
3.ირლანდია 3 2 1 0 68-61 9
4.საფრანგეთი 3 1 0 2 54-78 6
5.შოტლანდია 3 1 0 2 56-69 5
6.იტალია 3 0 0 3 51-85 0

 

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი