მთავარი მსოფლიო6 ერი კორტნი ლოუ ექვსი ერის წლევანდელ ჩემპიონატში ვეღარ ითამაშებს

კორტნი ლოუ ექვსი ერის წლევანდელ ჩემპიონატში ვეღარ ითამაშებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

ინგლისის ნაკრების მორაგბე კორტნი ლოუ წლევანდელ 6 ერის დარჩენილ შეხვედრებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.  ამის მიზეზი ბოლო ტურში უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიღებული ტრავმაა.

ინგლისის ნაკრებისა და  “ნორთჰემპტონის”   30 წლის მეორეხაზელი ექიმების დიაგნოზით მოედანზე გასვლას 4 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

ინგლისის ნაკრები 6 ერის ჩემპიონობისთვის იბრძვის. მათ  დარჩენილ ორ შეხვედრაში მხოლოდ  გამარჯვება ესაჭიროება.  თან “ვარდების”  ბედი უელსის ნაკრების შედეგებზეა დამოკიდებული.

ამჟამად 6 ერის სატურნირო ცხრილის სათავეში 12 ქულით უელსელი “დრაკონები” არიან. მათ 2 ქულით ინგლისის ეროვნული ნაკრები ჩამორჩება.  მათი უშუალო დაპირის[ირება  უელსელთა გამარჯვებით 21 : 13 დასრულდა.

ინგლისელები კორტნი ლოუს გარეშე 6 ერის მე-5 ტურის მატჩს შინ,  იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.  მატჩი 9 მარტს, გაიმართება.

კორტნი ლოუ ინგლისის ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობს. მას ეროვნულ გუნდში 69 კეპი აქვს მოხვეჭილი და 5 ლელო გატანილი.

“ნორთჰემპტონში”  2007 წლიდან მოყოლებული 218 მატჩი ჩაატარა და 35 ლელოს დადება მოახერხა.

 

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი