მთავარი მთავარი საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში დაწინაურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
52 ნახვა

მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ FIBA-მ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე  ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა პროგრესი განიცადა.  ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 27-ე საფეხურიდან 26-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თებერვალში ორი მატჩი გამართა და ორივე შეხვედრა წააგო.  თუმცა წარმატებას ვერც ჩვენმა კონკურენტებმა მიაღწიეს.

განახლებულ რეიტინგის საუკეთესო ათეულში ერთადერთი ცვლილება მოხდა.  რუსეთის ნაკრებმა მე-11 ადგილიდან მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.  შესაბამისად, ათეულის დატოვება ავსტრალიის ნაკრებს მოუწია.

მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო ოცთაათეული ასე გამოიყურება:

  1. აშშ 793.7
  2. ესპანეთი 703.4
  3. საფრანგეთი 650.2
  4. სერბეთი 645.4
  5. არგენტინა 626.5
  6. ლიეტუვა 623.0
  7. სლოვენია 621.9
  8. საბერძნეთი 602.2
  9. ხორვატია 582.9
  10. რუსეთი 525.3
  11. ავსტრალია 515.0
  12. ბრაზილია 510.4
  13. იტალია 492.9
  14. მექსიკა  489.9
  15. ლატვია 464.9
  16. პუერტო რიკო 458.7
  17. თურქეთი 444.1
  18. დომინიკის რესპუბლიკა  434.8
  19. უკრაინა 425.2
  20. ვენესუელა 410.1
  21. ფინეთი 406.0
  22. გერმანია 402.5
  23. კანადა  400.2
  24. ჩეხეთი 368.0
  25. პოლონეთი 365.2
  26. საქართველო 354.0
  27. ირანი  349.5
  28. მონტენეგრო 325.1
  29. ბელგია 321.6
  30. ჩინეთი  317.9
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი