მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ეროვნული ლიგა მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დაიწყო

ეროვნული ლიგა მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
45 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი ეროვნული ლიგა დაიწყო.

თბილისში “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “საბურთალომ”  საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებულ “ბათუმს” უმასპინძლა.

შეხვედრა დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

მე-80 წუთზე საქართველოს ეროვნულ ლიგაში დებიუტი მონტენეგროელმა ფეხბურთელმა ოგნიენ როლოვიჩმა გატანილი გოლით აღნიშნა.   თბილისელი გიორგი დიასამიძე ბათუმელთა საჯარიმოში შევიდა და კარის მიმართულებით დაარტყა.  ბურთი ზღვისპირელთა მეკარეს მიხეილ ალავიძეს მოხვდა და როლოვიჩს მიუვიდა. მონტენეგროელმა ფეხბურთელმა კი შანსი გამოიყენა.

მაშ, ასე საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა თბილისის “საბურთალოს” მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

წლევანდელ ეროვნულ ლიგაში რამდენიმე სიახლეა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ,,კრისტალ ბეთს” შორის შეთანხმება მოხდა.  აღნიშნული კომპანია ეროვნული ჩემპიონატის მთავარი სპონსორი გახდა და ეროვნულ ლიგასაც ახალი სახელი “კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“  ეწოდა.

ეროვნული ლიგა

პირველი ტური

თბილისი, “მიხეილ მესხი”

“საბურთალო” (თბილისი) 1:0   “დინამო” (ბათუმი)
80′ ოგნიენ როლოვიჩი

“საბურთალო”: მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, თევზაძე (64’ნიკოლოზ მალი), კაკუბავა, მარგველაშვილი (კაპ.), ცნობილაძე, შინდაგოროძე (73′  ანტე გი), გვარაძე, ალთუნაიშვილი,დიასამიძე, გოშთელიანი (58’ოგნიენ როლოვიჩი)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

“დინამო”: ალავიძე, გადრანი, მელიავა, ფაცაცია, ჩალაძე, თევდორაძე (კაპ.)(74’ცაცკრიალაშვილი), მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი (85′ ჭანტურია), ბენჟამინ ტეიდი (61′ ილურიძე), ნიკოლოზ საბანაძე
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

პირველი ტური

შაბათი, 2 მარტი
“ლოკომოტივი” (თბილისი) : “რუსთავი”
“ტორპედო” (ქუთაისი) : “სიონი” (ბოლნისი)

კვირა, 3 მარტი
“დინამო” (თბილისი) : “ჩიხურა” (საჩხერე)
“დილა” (გორი) : “ვიტ ჯორჯია” (თბილისი)

ფოტო: ეროვნული ლიგა

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი