მთავარი მთავარი დუბაის საჩოგბურთო ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ

დუბაის საჩოგბურთო ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
86 ნახვა

არაბეთის გაერთიანებულ საემიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ.

ტურნირის გადამწყვეტ დაპირისპირებაში ერთმანეთის პირისპირ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი წარდგნენ.

ATP-ს რეიტინგის მე-7 ჩოგანმა ფედერერმა ნიკოლოზ ბასილაშვილის მძლეველი ხორვატი ბორნა ჩორიჩი იოლად 1 საათსა და 8 წუთი დაამარცხა.

ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელმა ხორვატს 6-2, 6-2 მოუგო.

მეორე 1/2 ფინალურ შეხვედრაში ATP-ს რეიტინგის მე-11 ჩოგანმა ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა ამავე რეიტინგის 23-ე ჩოგან ფრანგ გაელ მონფილსს დრამატულ 3-საათიან ორთაბრძოლაში სძლია.

მონფილსმა პირველი სეტი მოიგო.  ბოლო ორ სეტში კი წარმატების მოსაპოვებლად საჭირო ტაიბრეიკი გახდა.

საბოლოოდ ელადელმა ჩოგბურთელმა ფრანგ მოწინააღმდეგესთან 3-სეტში – 4-6, 7-6, 7-6 გაიმარჯვა.

როჯერ ფედერერისა და სტეფანოს ციციპასის ფინალური დაპირისპირება 2 მარტს,  გაიმართება.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი