მთავარი მსოფლიოევროლიგა “ელ კლასიკო” ევროლიგაზე – “ბარსელონამ” “რეალი” დაამარცხა

“ელ კლასიკო” ევროლიგაზე – “ბარსელონამ” “რეალი” დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

საკალათბურთო ევროლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ მტერ-მეტოქეები კატალონიური “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” წარსდგნენ.

ბარსელონაში გამართული “ელ კლასიკო” მოლოდინისამებრ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. წარმატებას კი მასპინძლებმა მიაღწიეს.
“ბარსელონამ” ყველაზე საძულველი გუნდი “რეალი” 77-70 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი “სამეფო კლუბმა” მინიმალური სხვაობით 17-16 გაიმარჯვა.
მეორე პერიოდი კატალონიელებმა უკეთ ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი სხვაობით 42-37 გავიდნენ.

ბოლო ორი მეოთხედი დაძაბულად ქულა-ქულაში მიდიოდა. დიდი გაქცევის საშუალება არცერთ გუნდს არ მისცემია.
საბოლოოდ მასპინძლებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხეს.

გამარჯვებული გუნდიდან ორმაგი დუბლი ხორვატმა ანტე ტომიჩმა შეასრულა. მის ანგარიშზე 22 ქულა და 13 მოხსნა ირიცხება.
ბალკანელ კალათბურთელს მხარი ფრანგმა ტომას ჰუერტელმა აუბა. მან ტომიჩის მსგავსად თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა. ფრანგის მონაგარი 17 ქულა და 10 მოხსნაა.

“რეალს” 15 ქულით რუდი ფერნანდესმა ულიდერა. 12 ქულა ენტონი რენდოლფმა დააგროვა. 10 ქულით კი ჯეისი კეროლი გამოირჩა.

ევროლიგის სატურნირო ცხრილში “რეალი” 36 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.
“ბარსელონა” კი 30 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ორივე გუნდს ფლეი-ოფში გასვლის შესანიშნავი შანსი გააჩნიათ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი