მთავარი მთავარი მილტონ ჰეიგი: ,,გვინდა, რომ ბელგიასთან განსაკუთრებით კარგად ვითამაშოთ”

მილტონ ჰეიგი: ,,გვინდა, რომ ბელგიასთან განსაკუთრებით კარგად ვითამაშოთ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
54 ნახვა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის ბელგიასთან  გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ინგლისის ნაკრებთან ვარჯიში შეაფასა და კომენტარი “ბორჯღალოსანთა” რიგებში გამოძახებული მორაგბეების შესახებ გააკეთა.

ქართველთა თავკაცი აცხადებს, რომ ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩვენმა ნაკრებმა  ისეთ დონეზე უნდა ითამაშოს, როგორ დონეზეც  ინგლისთან ივარჯიშა.

მილტონ ჰეიგი: ,, რაზმს, რომელიც დავასახელეთ, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს გამოცდილი. ტრადიციულად რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, თუმცა ზოგიერთ მათგანს ნოემბერში მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, ხოლო ზოგიერთს კი, უკვე მიმდინარე კამპანიაში. აქედან გამომდინარე – კარგი ნაზავი გამოგვივიდა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ინგლისთან შესანიშნავი ერთობლივი ვარჯიში გვქონდა. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ერთობლივი ვარჯიშის მეორე დღეს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ფანტასტიური! ინგლისის მწვრთნელები აცხადებდნენ, რომ მათმა გუნდმა აშკარად ისეთივე ფასდაუდებელი შედეგი მიიღო, როგორიც ჩვენმა. ასეთი რამის მოსმენა ისეთი ხალხისგან როგორებიც ედი ჯოუნზი, ჯონ მიჩელი და სკოთ ვეისმენტელი არიან, ბევრ რამეს ნიშნავს!

ყველაფრიდან გამომდინარე, გვინდა, რომ ბელგიასთან განსაკუთრებით კარგად ვითამაშოთ. ამის შესახებ მე ბიჭებსაც ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი კმაყოფილებიც არ უნდა ვიყოთ საკუთარი თავებითა და შესაძლებლობებით ინგლისთან ვარჯიშის შემდეგ, ბელგიასთან განსხვავებული გამოწვევა გველის. ბელგიის წინააღმდეგ ისეთ დონეზე უნდა ვითამაშოთ, როგორ დონეზეც ვივარჯიშეთ ინგლისთან და თუ ამას მოვახერხებთ, ანგარიშს ეს თავისთავად შეეტყობა“ -განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა.

დღეს, ბელგიისა და საქართველოს მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ,,რაგბი ტვ” და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი