მთავარი მსოფლიო6 ერი ქართველი მსაჯები 6 ერის მატჩს განსჯიან

ქართველი მსაჯები 6 ერის მატჩს განსჯიან

ავტორი კახა მიხანაშვილი
34 ნახვა

ქართველ მსაჯებს 6 ერის სარაგბო ტურნირზე დებიუტი ექნებათ.   ჯერჯერობით ჩვენი არბიტრები 20-წლამდელთა ნაკრების თამაშს მოემსახურებიან.

ინგლისის ქალაქ ბრედფორდში გასამართ შეხვედრას, სადაც ადგილობრივი გუნდი იტალიის წინააღმდეგ წარდგება მთავარი მსაჯის რანგში ნიკა ამაშუკელი განსჯის. მისი ასისტენეტები კი შოთა თევზაძე და თორნიკე გვირჯიშვილი იქნებიან.   ქართველი მსაჯები შეხვედრას დიდი 10-ის სამსაჯო ეკიპირებით მოემსახურებიან.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი   ,,Sky Sports”-ის ეთერში შედგება.

ბრენდფორდის ,,გოლდინგთონ როადის“  სტადიონი ერთ-ერთ უძველესი ნაგებობაა. იგი 1886 წლიდან ფუნქციონირებს და 6 000 მაყურებელს იტევს.

ინგლისისა და იტალიის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრა 8 მარტს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი