მთავარი ვიდეო პაპინაშვილის მე-15 კვარცხლბეკი გრან-პრიზე [VIDEO]

პაპინაშვილის მე-15 კვარცხლბეკი გრან-პრიზე [VIDEO]

119 ნახვა
Amiran PAPINASHVILI (GEO) Vs Ashley MCKENZIE (GBR) | Grand-Prix Marrakech 2019

⭕️ ამირან პაპინაშვილმა (66კგ) მარაკეშის გრან-პრიზე ბრინჯაო მოიგო!⭕️ კასპელმა ფალავანმა მედლისთვის შეხვედრაში ვადაზე ადრე, 2 ვაზარით აჯობა დიდ ბრიტანელ ეშლი მაქკენზის!

Posted by Sporter/სპორტერი on Reede, 8. märts 2019

ძალიან თვალსასეირო ჭიდაობა აჩვენა მაროკოს სატახტო ქალაქ მარაკეშში მიმდინარე “დიდ პრიზზე” ამირან პაპინაშვილმა  (60კგ) და რაოდენ სამწუხაროა, რომ მხოლოდ ბრინჯაოს უწია.

ოქროსკენ სვლა კასპელმა ფალავნმა მეოთხედფინალში შეწყვიტა, როცა უკრანელ არტიუმ ლესიუკთან დასანანი მარცხი განიცადა – უკასნკასნელ წამს გდება გაეპარა და ვაზარიზე დაეცა. არადა მანამდე ერთმანეთზე ლამაზი იპონებით ჩამოიშორა გზიდან ყაზახი მაგჟან შარშანი, რომელიც სხვათაოშროს მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრუდულ დონეზე,  და ესპანელი ჯუსტო ნუნიეზ როდრიგესი.

ილეთები ჩვენებურს არც დამამშიდებელში დაუკლია – სამედლო შეხვედრაში 2 ვაზარით მოუგო დიდი ბრიტანელ ეშლი მაქკენზის, მანამდე კი ჩახტომილი კისრულით წმინდათ გააკრა ტატამს მასპინძელი ისაამ ბასაუ

ამ გამარჯვებით ამირანს “დიდი პრიზის” 15 მედალი დაუგროვდა – 4 ოქრო, 6 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

დღესვე მარეკეშულ ტატამზე კიდე 2 ქართველი ჭიდაობა – ნიკო ჭიკაიძე და გიორგი გუგულაშვილი (ორთავე 66), თუმცა ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ. გუგულაშვილს ყატარელმა ელიდრისიმ აჯობა, ხოლო ჭიკაიძეს სერბმა ბუნჩიჩმა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი