მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები “ბორჯღალოსნები” გერმანიის წინააღმდეგ დაირაზმნენ

“ბორჯღალოსნები” გერმანიის წინააღმდეგ დაირაზმნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
108 ნახვა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა  რაგბის ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

გერმანიასთან გასამართ დაპირისპირებაში წინა მატჩებისგან განსხვავებით რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.

სასტარტო შემადგენლობაში 2-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ზურაბ ჟვანია ითამაშებს.

მეორე ხაზში ერთმანეთს გამოცდილი მორაგბეები გუნდის ვიცეკაპიტანი გიორგი ნემსაძე და შალვა სუთიაშვილი შეუწყვილდებიან.

თამაშს უჩვეულოდ 12 ნომრის პოზიციაზე გამოცდილი ლაშა მალაღურაძე დაიწყებს.  მას გერმანიასთან ერთგვარი საიუბილეო მატჩი ექნება.  რუსული პრემიერლიგის კლუბის “მონინოს ვე’ვე’ას” მორაგბე ეროვნულ ნაკრებში 90-ე კეპს მოიხვეჭს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მალაღურაძე 33 წლის წელს ხდება, მას თავისუფლად შეუძლია მერაბ კვირიკაშვილის, დავით კაჭარავასა და გიორგი ჩხაიძის შემდეგ “ბორჯღალოსანთა” მე-4 ცენტურიონი გახდეს.

შარშანდელი ზაფხულის ტესტ-მატჩების შემდეგ “ბორჯღალოსნებს” ცენტურიონი დავით კაჭარავა უბრუნდება.  იგი ბრძოლაში მარქაფიდან ჩაერთვება და  113-ე კეპს მოიხვეჭს.

ქართველებს ჰავბეკისა და მგეზავის პოზიციაზე თინეიჯერი მორაგბეები ეყოლებათ.  გუნდის 9 ნომერი გელა აფრასიძე იქნება, ხოლო 10 ნომრის პოზიციაზე ზედიზედ მეექვსედ თედო აბჟანდაძე დადგება.  ეს მორაგბეები ერთმანეთთან კარგად არიან შეთამაშებული. მათ 20-წლამდელთა მსოფლიოს თასზეც ერთად აქვთ ნათამაშები.

ქუთაისის “აია არენაზე” მშობლიურ ქალაქში 6  ქუთაისელი “ბორჯღალოსანი” ითამაშებს.

ესენი არიან: გიორგი ნემსაძე, ბექა გიგაშვილი, ოთარ გიორგაძე, მირიან მოდებაძე, თედო აბჟანდაძე და ვანო კარკაძე.

ამ მორაგბეებს შესაძლოა ფოთელი ზურაბ ჟვანიაც დაუმატოთ. ევროპაში სახელმოხვეჭილმა ბურჯმა სარაგბო ოსტატობა სწორედ ქალაქ ქუთაისში “აიას” რიგებში ისწავლა.

აქვე გავეცნოთ მილტონ ჰეიგის რჩეულ რაზმს:

15. ლაშა ხმალაძე (‘ბათუმი:), 14. მირიან მოდებაძე (“აია”), 13. მერაბ შარიქაძე კაპ.  (“ორიაკი”, საფრ.), 12. ლაშა მალაღურაძე (“მონინოს ვე’ვე’ა”, რუსეთი), 11. სოსო მათიაშვილი (“ლელო სარანსენსი”), 10. თედო აბჟანდაძე (“აია”), 9. გელა აფრასიძე (“მონპელიე”; საფრ.);

1. ზურაბ ჟვანია (“ვოსპსი”, ინგლ.), 2. შალვა მამუკაშვილი (“ენისეი”, რუსეთი), 3. ბექა გიგაშვილი (‘გრენობლი”; საფრ.),  4. შალვა სუთიაშვილი (“ანგულემი”, საფრ.), 5. გიორგი ნემსაძე (“ოსპრეიზი”, უელსი), 6. ბექა საღინაძე (“ორიაკი”, საფრ.)  7. გიორგი ცუცქირიძე (“ორიაკი”, საფრ.), 8. ოთარ გიორგაძე (“ბრივი”, საფრ.);

მარქაფა
23. სანდრო თოდუა (“ბათუმი”), 22. დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), 21. ვასილ ლობჟანიძე (“ბრივი” , საფრ.);

16. ვანო კარკაძე (“ორიაკი”, საფრ.), 17. გიორგი მელიქიძე (“სტად ფრანსე”, საფრ.), 18. ლევან ჩილაჩავა (“მონპელიე”, საფრ.), 19.  დავით გიგაური (“მუნიჩიპალი”; რუმინ.), 20. ნოდარ ჭეიშვილი (“ქორნიშ პაირატს”, ინგლ.)

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩი საქართველოსა და გერმანიის  ნაკრებებს შორის 10 მარტს, გაიმართება.

შეხვედრას ქალაქი ქუთაისი უმასპინძებს.  ბრძოლა სტარტს 16:00 საათზე აიღებს.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

 

 

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი