მთავარი მსოფლიო6 ერი 6 ერის ტურნირზე დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია – ჩემპიონის ბედი ბოლო ტურში გაირკვევა

6 ერის ტურნირზე დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია – ჩემპიონის ბედი ბოლო ტურში გაირკვევა

ავტორი კახა მიხანაშვილი
168 ნახვა

6 ერის მე-4 ტურის მატჩში უელსის ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

“დრაკონებმა” ამჯერად გასვლით შეხვედრაში ბრიტანულ დერბიში დაძაბულ ორთაბრძოლაში შოტლანდია 18-11 დაამარცხეს.

ედიმბურგის “მარიფილდის” სტადიონზე გამართულ ბრძოლაში თავდაპირველად შოტლანდიელები დაწინაურდნენ.  ჯარიმა “სკოტების” მგეზავმა ფინ რასელმა გაიტანა 3-0.

მე-12 წუთზე უელსის ნაკრები წინ გავიდა. მატჩის პირველი ლელო ჯოშ ადამსმა დადო. გარდასახვა კი ზუსტად გარეთ ანსკომბმა შეასრულა 3-7.

მასპინძლება ანგარიშის შემცირება, ისევ ჯარიმიდან მოახერხეს.  ფინ რასელის დარტყმილმა მიზანს უწია 6-7.

23-ე წუთზე ჯარიმა უელსელთა სასარგებლოდ დაინიშნა.  გარეთ ანსკომბმა შანსი გამოიიყენა 6-10.

29-ე წუთზე “დრაკონელმა” მეორე ლელოს გატანა შეძლეს.  ლელოს ავტორი ჯონათან დევისი გახდა.  გარეთ ანსკომბმა გარდასახვა ზუსტად ვერ დაატყა.

ტაიმი უესლის ნაკრებმა 15-6 მოიგო.

მეორე ნახევარში დაძაბულობა ბოლო წუთამდე შენარჩუნდა.

57-ე წუთზე შოტლანდიელებმა ლელო დადეს და ანგარიში კიდევ უფრო შეამცირეს.  თავი დარსი გრეჰემმა გამოიჩინა 11-16.

გუნდების მცდელობის მიუხედავად 79-ე წუთამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. ბოლს კი  გარეთ ანსკომბმა ჯარიმა გაიტანა და თავისი გუნდის სასარგებლოდ მატჩის საბოლოო ანგარიში 18-11 დააფიქსირა.

უელსის კონკურენტმა საჩემპიონო ბრძოლაში ინგლისის ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო იოლი გამარჯვება მოიპოვა.
“ვარდებმა” იტალიის გუნდს 57-14 მოუგეს და ბუნებრივია აქტივში გამარჯვებისთვის განკუთნულ 4 ქულის გარდა ერთი ბონუს-ქულაც მიითვალა.

ინგლისის ნაკრებმა მეტოქეს ჯამში 8 ლელო დაუდო. მატჩში დუბლი მანუ ტუილაგიმ და ბრედ შილდსი შეასრულეს. თითო-თითო ლელო კი ჯიმი ჯორჯიმ, ჯონ მეიმ, ჯორჯ კრუისმა და დან რობსონმა დადეს. რვიდან 7 გარდასახვა ზუსტად იქნა შესრულებული. 4 გარდასახვა ოუენ ფარელმა გამოიყენა. 3-ჯერ კი ძელებს შორის ზუსტად ბურთი ჯორჯ ფორდმა გააძვრინა. ამ ყველაფერს ოუენ ფარელმა ერთი ჯარიმაც წაუმატა.

ინგლისი 57-14 იტალია

ინგლისი: 8 ლელო – მანუ ტუილაგი (2),  ბრედ შილდსი (2),  ჯიმი ჯორჯი, ჯონ მეი, ჯორჯ კრუისი, დან რობსონი
8 გარდასახვა: ოუენ ფარელი (4), ჯორჯ ფორდი (3),
ჯარიმა: ოუენ ფარელი

შოტლანდია 11:18 უელსი

შოტლანდია: ლელო – გრეჰემი
2 ჯარიმა: რასელი

უელსი: 2 ლელო – ადამსი, დევისი
გარდასახვა: ანსკომბი
2 ჯარიმა: ანსკომბი (2)

ამ შედეგების გათვალისწინებით სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ასეთია:

  1. უელსი 4  4  0  0  89:58 16
  2. ინგლისი 4  3 0  1 146:63 15
  3. ირლანდია 3  2  0  1  68:61 9
  4. შოტლანდია 4 1 0 3 67:87 6
  5. საფრანგეთი  3   1  0  2  54:78  6
  6. იტალია 4  0 0 4 65-142 0

დღეს, მე-4 ტურის დარჩენილი ერთი შეხვედრა გაიმართება.  მოქმედი ჩემპიონი ირლანდია საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი