მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი გიორგი მუჯარიძე ბირთვის კვრაში ევროპის ჩემპიონი გახდა

გიორგი მუჯარიძე ბირთვის კვრაში ევროპის ჩემპიონი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
73 ნახვა

სლოვაკეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბირთვის კვრაში ჩემპიონის ტიტული ქართველმა გიორგი მუჯარიძემ მოიპოვა.

მუჯარიძემ ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალის მოპოვებასთან ერთად რეკორდის დამყარებაც მოახერხა.

გორელმა მძლეოსანმა ბირთვი 20.27 მეტრზე გაისროლა, რაც
ამ ასაკობრივ კატეგორიაში რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ.

გიორგი მუჯარიძემ უკან ბულგარელი ალე ტამაშევიჩი (19.38) და თურქი ალპერენ კარაჰანი (18.73)  ჩამოიტოვა.

შესაბამისად, ბულგარელმა მძლეოსანმა ევროპირველობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი