მთავარი მსოფლიოგერმანია დიდი ბრძოლის მოლოდინში – რომელი ფავორიტი დაემშვიდობება ჩემპიონთა ლიგას “ბაიერნი” თუ “ლივერპული”?

დიდი ბრძოლის მოლოდინში – რომელი ფავორიტი დაემშვიდობება ჩემპიონთა ლიგას “ბაიერნი” თუ “ლივერპული”?

ავტორი კახა მიხანაშვილი
55 ნახვა

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ევროპული ფეხბურთის ორი გრანდი მიუნხენის “ბაიერნი” და “ლივერპული” დაუპირისპირდება და 1/4 ფინალისტის ვინაობას გაარკვევს.

მიუნხენის “ალიანს არენაზე” გამართულ ბრძოლაში ყველაფერი თავიდან იწყება.  ამ გუნდების ლივერპულური შეხვედრა უგოლოდ ფრედ 0-0 დასრულდა.

დღევანდელ დაპირისპირებას გუნდები სერიოზული დანაკლისით ხვდებია. ეს განსაკუთრებით “ბაიერნზე” ითქმის. მიუნხენელებს ტრავმების გამო ჯოშუა კიმიხი, თომას მიულერი, არიენ რობენი, კორენტენ ტოლისო და კინსლი კომანი დააკლდებიან.  “ლივერპულს” კი ამავე მიზეზით ნაბი კეიტა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჯო გომესი ვერ დაეხმარებიან.  ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის და ჯეიმს მილნერის თამაში კი საეჭვოა.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში ფრეები სჭარბობს. განვლილი 6 მატჩიდან 4-ჯერ სწორედ საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა. გუნდებმა თითო-თითო მატჩი კი მოიგეს.

ბავარიელები ამ შეხვედრას ბრწინვალე განწყობით ხვდებიან.  “რეკოსრდმაისტერმა” ბინდესლიგის ბოლო ტურში “ვოლფსბურგი” 6-0 გაანადგურა.   აღნიშნულ მატჩში დუბლი პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვკიმ შეასრულა.  მის გარდა გოლები სერჟ გნაბრიმ,  ხამეს როდრიგესმა, ჯოშუა კიმიხმა და თომას მიულერმა გაიტანეს.~

“ბაიერნი” 57 ქულით “დორტმუნდთან” ერთად გერმანიის ჩემპიონატის ლიდერია.

“ლივრპულმა” კი პრემიერლიგის ბოლო ტურში “ბარნლი” 4-2 დაამარცხა. “ბიტლომანთა” ქალაქის გუნდიდან წყვილ-წყვილი გოლით თავი ბრაზილიელმა რობერტო ფირმინომ და სენეგალელმა  სადიო მანემ გამოიჩინეს.

მერსესაიდელები ინგლისის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფებიან.  “წითლები” მხოლოდ “მანჩესტერ სიტის” ჩამორჩებიან.

“ბაიერნი”-“ლივერპულის” მატჩს იტალიელი მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი დანიელე ორსატო იქნება.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები ასეთია:

ჩემპიონთა ლიგა
1/8 ფინალი
მიუნხენი, “ალიანს არენა”

“ბაიერნი” (გერმანია) : “ლივერპული” (ინგლისი)

„ბაიერნი“: ნოიერი; რაფინია, ზულე, ჰუმელსი, ალაბა, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა, გნაბრი, ხამესი, რიბერი, ლევანდოვსკი

„ლივერპული“: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ვეინალდუმი, ფაბინიო, ჰენდერსონი, სალაჰი, ფირმინო, მანე

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)
მიუნხენის “ბაიერნისა” და “ლივერპულის” შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი