მთავარი მთავარი მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნაომი ოსაკა ინდიანა უელსის ტურნირს გამოეთიშა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნაომი ოსაკა ინდიანა უელსის ტურნირს გამოეთიშა

ავტორი კახა მიხანაშვილი
44 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ინდიანა უელსის პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირს  1/8 ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი იაპონელი ნაომი ოსაკა გამოეთიშა.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილი WTA-ს რეიტინგის  23-ე ჩოგან შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან დამარცხდა.

ოსაკასა და ბენჩიჩის დაპირისპირება დაძაბული არ გამოდგა.  მოულოდნელად, ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელმა იოლად 1 საათსა და 7 წუთში გაიმარჯვა.

ბენჩიჩმა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელს  2-სეტში 6-3, 6-1  სძლია.

ბელინდა ბენჩიჩი ინდიანა უელსის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.  იქ კი მისი მოწინააღმდეგე  WTA-ს რეიტინგის მე-5 ჩოგანი ჩეხი კაროლინა პლიშკოვა იქნება.

პლიშკოვამ 1/8 ფინალში დრამატულ ორთაბრძოლაში ესტონელ ანეტ კონტავეიტს მოუგო.   დაპირისპირება  2 საათი და 6 წუთი გაგრძელდა.

კაროლინა პლიშკოვამ 3-სეტში 7-6, 4-6, 6-2 გაიმარჯვა.

1/4 ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

14 მარტი
გარბინ მუგურუსა (ესპანეთი) : ბიანკა ვანესა ანდრესკუ (რუმინეთი)
ელინა სვიტოლინა (უკრაინა) : მარკეტა ვონდროუსოვა (ჩეხეთი)

15 მარტი
ბელინდა ბენჩიჩი (შვეიცარია) :  კაროლინა პლიშკოვა  (ჩეხეთი)
სერენა უილიამსი (აშშ) : ანჟელიკ კერბერი (გერმანია)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი