მთავარი მთავარი ლაშა თაქთაქიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა

ლაშა თაქთაქიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
163 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლას-ვეგასში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა ლაშა თაქთაქიშვილმა 3 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და საქართველოს 2 რეკორდი დაამყარა.

102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 17 წლის ქართველმა სპორტსმენმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. თაქთაქიშვილმა 124, 127 და 130 კილოგრამი დასძლია. მან ამ კატეგორიაში ვერცხლის მედალი აიღო.

ლაშამ ატაცშიც იყოჩაღა და ვერცხლის მედალი ირგუნა. ქართველმა ძალოსანმა 154 და 160 კილოგრამი დააფიქსირა.

ორჯიდის ჯამში ლაშა თაქთაქიშვილმა ჯამში 290 კილოგრამი დააგროვა და მსოფლიოს პირველობაზე მოწყობილ კვარცხლბეკზე მეორე საფეხურზე ავიდა.

თაქთაქიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებულ 3 ვერცხლის მედალთან ერთად საქართველოს 2 რეკორდიც მიითვალა.
მან ატაცში თავისივე დამყარებული რეკორდი 3 კილოგრამით გააუმჯობესა. ასევე ორჯიდის ჯამში დაფიქსირებული 290 კილოგრამი წინა საქართველოს რეკორდს 3 კილოგრამით აღემატება.

ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი