მთავარი მთავარი ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მე-3 გამარჯვება იზეიმა

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მე-3 გამარჯვება იზეიმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
307 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე მე-5 დღის ბრძოლები შედგა.

რანგით უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ქართველმა ოძეკმა ტოჩინოშინმა რიგით მე-3 გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძემ დასავლეთის პირველი მაეგაშირა ბრაზილიელი კაისეი იორიკირის ილეთით დაამაცხა.

ამ წარმატების შემდეგ გაზაფხულის ბაშოზე ტოჩინოშინს 3 მოგება და 2 წაგება დაუგროვდა.
ქართველს ოძეკის პრესტიჟული წოდების შესანარჩუნებლად, კიდევ 5 მოგება ესაჭიროვება.

ხვალ, ლევან გორგაძე ბაშოზე რიგით მე-6 ბრძოლას კომოსუბი მიტაკეუმის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მიტაკეუმის ქართველი რიკიშის მსგავსად ამ დროისთვის ბალანსი 3-2 გააჩნია.

ბაშოზე წაუგებლად გამოსვლას ლეგენდარული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო აგრძელებს.
“თეთრ ფენიქსად” წოდებულმა ტიტულოვანმა მებძოლმა,  ამჯერად დასავლეთის მე-2 მაეგაშირა მიოგირიუს ცუკიოტოშის ილეთით სძლია.

მეორე მონღოლმა იოკოძუნა კაკურიუმ აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა დაიეიშოს ჰატაკიკომის ილეთით მოუგო. კაკურიუს მიმდინარე ბაშოზე 4 მოგება და ერთი მარცხი გააჩნია.

ტურნირზე დაუმარცხებელ გამოსვლას ოძეკი გოიედო, დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იჩინოჯო და დასავლეთის მე-8 მაეგაშირა კოტოშოგიკუ აგძელებენ.

ხვალ, იოკოძუნა ჰაკუჰო დასავლეთის მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდება. კაკურიუს წინაშე კი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა შოდაი წარსდგება.

 

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი